_„რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, _ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
_„ჩემს ხელ არსებული ინფორმაციით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი, რომელიც მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, მზად არის, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი უზრუნველყოს. ისევე, როგორც თუ ის შეწყვეტს შიმშილობას, როგორც მას მოუწოდა თავის გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ, ასევე მას გაუწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ეს არის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, ვინაიდან მე გახლდით თავის დროზე პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმაში ჩართული პირი. ანალოგიურს გვიდასტურებს ის საჯარო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფომ გაავრცელა. ვნახეთ, რომ მართლაც არის მულტიპროფილური კლინიკა, აღჭურვილია ყველა საბაზისო საშუალებით და ასევე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უზრუნველყოფილია შესაბამისი პროფილის სამედიცინო პერსონალით. ამიტომ, ამ მხრივ მოშიმშილე პატიმართან მიმართებით რაიმე გამოწვევა, რომელსაც პენიტენციური სისტემის სამედიცინო ცენტრი ვერ უპასუხებს, არ არსებობს. შესაბამისად, ვერც თქვენ მისახელებთ მიზეზს, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. აქ გვაქვს კითხვები ჩვენ და დარწმუნებული ვარ, იგივე კითხვები აქვს საზოგადოებას. ეს არის დისკუსია, რომლიც ექიმებს შორის უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილებები, რომელიც არა მი9ხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა ან პოლიტიკოსებმა უნდა მიიღოს, არამედ სამედიცინო სამსახურმა”, _განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ან მისი დაცვის მხარე მისცემს ოფიციალურ თანხმობას სამედიცინო სამსახურს, რომ მათ გამოაქვეყნონ კიდევ უფრო მეტი სამედიცინო მონაცემი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული კითხვები მოიხსნება.
_„ამიტომ, თუ გულწრფელად სააკაშვილის დაცვის მხარეს, მის პოლიტიკურ გუნდს სურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს კიდევ უფრო მეტი, თუ როგორიამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამას მათი თანხმობა სჭირდება. თუმცა, რაც ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია კანონის ფარგლებში და რაც საჯაროდ არის გაცხადებული, მისი მდგომარეობა ამ შიმშილობის ფონზე დამაკმაყოფილებელია. რეალურად, მანიპულაციას წარმოადგენს ის საუბრები, რომ არაუფლებამოსილი პირები სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ“,_განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი სტატიები
- 51ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 50ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 50რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 48ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
- 46დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…