ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.
ბახვის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბერ მგელაძე;
დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეული – ლაშა გოგოტიშვილი;
ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეული – ნანა წითლიძე;
თხინვალის ადმინისტრაციული ერთეული – ვალერი ჩხაიძე;
შრომის ადმინისტრაციული ერთეული – ვეფხვია სიხუაშვილი.
_„კიდევ ხუთ სოფელში საკადრო გადაწყვეტილებები მერის წარმომადგენლების დანიშვნაზე უკვე მივიღე. მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან; პრობლემების დროული დამუშავება და მოგვარებაზე ზრუნვა, ასევე, სოფლებისთვის საჭირო მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა.
როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს განვაცხადეთ – მზად ვართ ყველა ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვინც სამართლიანად, პროფესიონალიზმით და გულწრფელად ემსახურებოდა საზოგადოებას და მუნიციპალიტეტს“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები და განხილვები სრულდება. მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
მსგავსი სტატიები
- 81დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 76ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან 9-ში ახალი რწმუნებული დანიშნა. მათ უკვე გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულებები. ესენია: კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეული – დავით თოიძე; მაკვანეთის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი ბაბილოძე; მერიის ადმინისტრაციული ერთეული – გრიგოლ კოსტავა; მთისპირის ადმინისტრაციული ერთეული – ვლადიმერ ჩავლეშვილი; ნატანების ადმინისტრაციული ერთეული – ვალერიან ვაჩეიშვილი; შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეული – თამაზ ბურჭულაძე; ცხემლისხიდის ადმინისტრაციული ერთეული – გრიგოლ…
- 70გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 69სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 671918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…