ოზურგეთის საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს, აქტის პროექტი შეტანილ იქნას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად და დასამტკიცებლად.
კომისიების მსჯელობის საგანი გახდა მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი ა(ა).ი.პ-ების მიერ გაწეული მუშაობის აუდიტორული ანგარიში, რომელიც მოიცავს 2014-2019 წლებს. საკრებულოს წევრები, იმ რეკომენდაციებსაც გაეცნენ, რომლებიც ა(ა).ი.პ-ების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ანგარიშში აისახა.
საინტერესოდ წარმოადგინა აუდიტორული ანგარიში საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეიშვილმა, რასაც საინტერესო დებატებიც მოჰყვა და აზრთა ურთიერთპატივისცემის გაზიარება.
აუდიტის სამსახურმა საქართველოს სინამდვილეში დადებითად შეაფასა სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიწოდება ერთი აიპის მეშვეობით. მართლაც, 5 მილიონამდე ბიუჯეტის მქონე აიპის გამართული მუშაობა აღნიშვნის ღირსია.
აუდიტორულ დასკვნაში აღნიშნულია რომ აიპებში წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა. თვითმმართველობებს ორგანიზაციების საშტატო რიცხოვნობის დამტკიცების დროს არ აქვთ გაკეთებული სათანადო დასკვნები, სადაც დასაბუთებული იქნებოდა თითოეული დაქირავებულის საჭიროება. ხშირად გვხდება საერთო პროფილის რამდენიმე აიპი. მსგავსი სურათი განსაკუთრებით არის დამახასიათებელი კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის აიპისათვის.
აუდიტორულ დასკვნაში განსაკუთრებულად არის აღნიშნული, რომ ხშირ შემთხვევაში სპორტის სფეროში შექმნილი აიპების რაოდენობა სათანადო დასაბუთების გარეშე არის გაზრდილი. სპორტული სკოლებიდან ხდება ერთი რომელიმე სპორტის სახეობის გამოყოფა და იქმნება აიპი, რაც რეალურად ზრდის ხარჯებს.
აუდიტორული დასკვნის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ემყარება თუ არა აიპების შექმნა რეალურ საჭიროებებს და რამდენად არის ცალკე აიპების დაფუძნება საუკეთესო ალტერნატივა. მათ უნდა შეისწავლონ აიპების საკადრო პოლიტიკა, განახორციელონ დასაქმებულთა უფლება-მოვალეობის და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი.
აუდიტურული დასკვნის გარშემო შეკითხვები დასვეს კომისიის წევრებმა სოფო ქარცივაძემ („გახარია საქართველოსათვის“); გოჩა შარაშენიძემ, რაინდი დუმბაძემ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“); ნათია ღაჟონიამ („ქართული ოცნება“) და სხვებმა.
შეკითხვები გაზრდილ ადმინისტრაციულ პერსონალს („როცა მუშაზე 7 ბრიგადირი მოდის“), სასაფლაოების მოვლას და სხვა მნიშვნელოვან თემებს შეეხებოდა.
მათ კითხვზე შესაბამისი განმარტება გააკეთეს კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეიშვილმა და დეპუტატმა ეროდი გორდელაძემ.
მსგავსი სტატიები
- 85დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 76გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 76სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 741918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 73ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…