ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი.
ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან.
რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია რუსიძე, ლედი კეჭაყმაძე; სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ყოფიერი ცხოვრების მოცემულობა გურიაში. ჩვეული ხმაური; ნადი ყანაში და ნადურის შემოძახილი; რთველი და ყურძნის დაწურვა; სახალხო სწავლების გაკვეთილები; სიყვარულის საოცარი გრძნობა და ცნობისმოყვარე გურულ ქალთა კითხვა-პასუხი – აი რაია“ . უტექსტო ჟესტებითა და მიმიკით გამოხატული ემოციები მასიურ სცენებში.
ეს ფორმატი აირჩია მოწვეულმა რეჟისორმა და სცენოგრაფმა ნიკოლოზ საბაშვილმა,(თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი),  რომელმაც, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის დასთან და შემოქმედებით კოლექტივთან ერთად, არა ვერბალური ფორმით შესთავაზა მაყურებელს უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენა, გასული საუკუნის დასაწყისში, როცა გურულებმა არა მხოლოდ დაანახვეს რუსეთის იმპერიას და მსოფლიოს _ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, საკმაოდ ძლიერადაც მოარღვიეს მოძალადე იმპერიის, თითქოსდა უძლეველობის სტერეოტიპი. აქ მთავრი მოქმედი პირი გლეხობაა.
მოკლე ისტორიული ექსკურსი: „მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, სოციალური საკითხები საქართველოში ძირითადად აგრარული მოძრაობით და შესაბამისი პროგრამით შემოიფარგლებოდა. ხოლო ეკონომიკური – გლეხის სრულ იურიდიულ თავისუფლებას მოიაზრებდა. გურიაში სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გვერდით, გლეხობამ პოლიტიკური საკითხების გვერდით, პოლიტიკური საკითხების გადაჭრა მოითხოვა. ახლადშექმნილი ხელისუფლების რევოლუციური ორგანოები, ხალხის ნებას გამოხატავდა და ხალხის სახელით იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. ამიტომაც ეწოდა გურიის რესპუბლიკა.“ (ვახტანგ გურული, საქართველოს უახლოესი ისტორია 1801-1918.ტ.2).
მღელვარება სრულიად საქართველოში, გურიის ცენტრი, ოზურგეთი. ქუთაისის გუბერნიას ჩამოცილებული, ერთ-ერთი მეამბოხე მაზრა. გენერალ ალიხანოვ ავარსკის სადამსჯელო (კაზაკთა) რაზმი, არტილერია და მოძრავი ლაზარეთი, ნატანების სადგურში უკვე შემოსული.
პარალელურად, სულთან კრიმ -გირეის შუამავლობა; მოსახლეობასთან შეხვედრები. 1905 წლის 23 თებერვალს, „ბახვის მანიფესტზე“, გლეხთა კომიტეტისგან გახმოვანებული სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნები. უარი მთავრობისგან. მეტიც, ოზურგეთის მაზრის უფროსი ლაზარენკო, კაზაკთა რაზმებით თავს ესხმოდა მოსახლეობას და აწიოკებდა მათ. 1905 წლის 2 ნოემბერს ბრძოლა გაიმართა ნასაკირალის უღელტეხილზე, სადაც მეამბოხეთა რაზმებმა გაიმარჯვეს ბენიამინ ჩხიკვიშვილის და ნესტორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. გამოცხადდა გურიის რესპუბლიკა. რომელმაც, სამწუხაროდ, 1906 წლის დასაწყისში, შეწყვიტა არსებობა. მიუხედავად მძიმე დასასრულისა, გურულთა ბრძოლებს, უკვალოდ არ ჩაუვლია და დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
ისევ სპექტაკლს მივყვეთ. მასიურ სცენებში, კიდევ მეტად იკვეთება ოზურგეთელ მსახიობთა ოსტატობა. ისინი კარგად გამოხატავენ ყველა იმ ხასიათსა და რიტუალს, რაც დამახასიათებელია ამ კუთხისთვის. ხაზგასმულია მუსიკალური ფოლკლორის მნიშვნელობა, გურული კაცის ცხოვრებაში. ქართული (ზოგჯერ ზედმეტიც კი) სტუმართმოყვარეობა და ერთმორწმუნეობის როლი მტრის მიმღებლობაში; მათგან „გამოწვდილი“ ხელი, და ქართული საქორწინო მაგიდა, უზნეო რუს ჩინოვნიკთაგან შეურაცხყოფილი. აღვირახსნილი ქმედებები; ძალადობის უმძიმესი ფაქტები, მშობლიური ენის აკრძალვა. ერისთვის, ღირსების წართმევის მცდელობები, ის რაც საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. და რაც ასე მძიმე ტვირთად აწვა ქართველ კაცს.
მაშინდელი ყოფა, თემატურადაც და სანახაობითაც კარგადაა წამოწეული სპექტაკლში. გასაოცარ ეფექტებს იძლევა სასცენო დეკორაციები და ყველა ის ტექნიკური შესაძლებლობები, რაც ოზურგეთის განახლებულ თეატრს აქვს. ემოციურია საბრძოლო მოქმედებების და გამარჯვების სცენა და მოწოდება:. „ევრაზიის გზაჯვარედინზე, კიდევ ერთი თავისუფლების დროშა გაიშალა. მალე გურიის რესპუბლიკა მაგალითი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.“
მძიმეა და სევდიანი სპექტაკლის ბოლო სცენა. საკამათოც. ორაზროვანია წამოწეული თემაც.
დასაწყისში, თუ ქალთა მნიშვნელოვანი როლია წამოწეული სოციალურ – პოლიტიკურ სივრცეში. ბოლოს, მოძალადისგან დაორსულებული, შეურაცხყოფილი, უიმედო ქალის, ბედის ბორბალთან ჭიდილშია გამოხატული ქვეყანა. როგორც ჩანს, რეჟისორმა, ამ სცენით, მაშინდელ ყოფა გამოსახა, მალევე დაკარგული თავისუფლებისა და, სახეცვლილი მოძალადის, ქვეყანაში აღმოცენებული, ახალშობილის სახით და ახალი პოლიტიკური ძალის სახელით, კვლავ გაბატონებისა.
მაინც არსებობს იმედის ნაპერწკალი, რადგან ბედის ბორბალი კვლავ დატრიალდა და ფრაზა „თავისუფლება გურიიდან იწყება.“ იმ დროიდან მოყოლებული, ათეულობით წელს გამოჰყვა, ძალმომრეობასა და თავისუფლებას შორის არსებულ ხიდად.
გავესაუბრეთ ნიკოლოზ საბაშვილს. რომელმაც, ჩვენგან დასმული კითხვებიდან გამომდინარე, სპექტაკლის განხორციელების იდეას, თემატიკას, მუშაობასა და ოზურგეთულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
_ მოგესალმებით, გურიასთან დიდი სიყვარული მაკავშირებს, ბავშვობაში ხშირად დავდიოდი გურიაში. მაშინ წავაწყდი თემას ბენია ჩხიკვიშვილის და იმ მოვლენის შესახებ. რამაც, დიდი სიმპათიები გამოიწვია ჩემში. მერე, როდესაც გავიზარდე, მივხვდი, ბევრმა არ იცოდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. როგორც კი შემომთავაზა ბატონმა ვასომ, ოზურგეთის თეატრში მემუშავა, პირველი იდეა, რაც წამოვიდა ეს იყო გურიის რესპუბლიკაზე საუბარი. ბატონი ვასოც დამთანხმდა, გადავწყვიტეთ, ასეთი სპეკტაკლის გაკეთება. დაგვაფინანსა კულტურის სამინისტრომ და ხელი შეგვიწყო ჩვენი იდეების განხორციელებაში. დეკემბერში დავიწყეთ მუშაობა და დიდი ხანი არც გვიმუშავია.
_ თეატრის მთავარი ფუნქცია, ეს არის დააფიქროს მაყურებელი. თუ ადამიანი ამ ინფორმაციას მოიპოვებს ძალიან კარგია. ყველა ნაწარმოებში არიან გმირები, ჩვენ გვსურდა მთავარი გმირების ხალხის გამოჩენა, რომლებიც ამ ბრძოლებში დაიღუპნენ. ისინი არ ჩანდნენ რეალურად, რადგან, ეს იყო გლეხობა.
_ მე ვარ აღფრთოვანებული. რადგან ოზურგეთელ მსახიობთა შრომისუნარიანობამ გამაოცა. ყველაზე მეტად მახარებს, რომ მალე დავბრუნდები აქ. რეჟისორი თამაზ იმნაძე დგამს ჩემს პიესას „ფატი“.
_ კარგია რომ თეატრი გარემონტდა და რეჟისორს შეუძლია მისი სათქმელის თქმა, დიდი მადლობა ყველას ვინც ეს გააკეთა. მთავარი არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ამ ტექნოლოგიებს შეჩვეულნი, არიან სრული პროფესიონალები და ცდილობენ აითვისონ ყველაფერი. ღმერთმა ხელი მოუმართოს გურიას.
_ როგორ დაინტერესდით ბენია ჩხიკვიშვილით? იყო უამრავი ინფორმაცია და მითქმა-მოთქმა, უნდოდათ ქუჩისთვის მისი სახელის დარქმევა. ხომ არ აპირებთ ამ კაცის ისტორია მეტად წამოწიოთ წინ?
_ რაც კი შეიძლება იყოს პატრიოტული, მითუმეტეს აქცენტი გავაკეთეთ ხალხზე, რომელმაც თავი შესწირა ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ ამ თეატრში, ბენია ჩხიკვიშვილიც გაცოცხლდება და ვასო ისეთ რეპერტუარს ააწყობს ყველა იხილავს ამ საოცრებებს.

მსგავსი სტატიები

  • 100
    ,,შალომ კლუბი“ 17 წლის გადასახედიდან„ალიონის“ სტუმარი „შალომ კლუბ გურიას“  შესახებ „შალომ კლუბ გურიას“ ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის შესახებ დღეს გურიაში კარგად იციან  როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, ისე ახალგაზრდებმა და ბავშვებმაც, ანუ სამივე თაობამ. რასაკვირველია, „შალომ კლუბი“ სახელდებული და უკვე პოპულარულია ისრაელში. ნომრის სტუმარია „შალომ კლუბ გურიას“ პრეზიდენტი, ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი…
  • 100
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 100
    არასოდეს ყოფილა, და არც ახლა არის ადვილი ხელოვნების გზაზე შედგომა და მერე... ამ გზიდან არ გადახვევაავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი  ოზურგეთს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო  ღონისძიების  თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი  გამხდარა ოზურგეთელი  საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა  პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა.  საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…
  • 100
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

არ გამოტოვოთ