უკვე რვა თვეა, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის სპეციალური თერაპიის კურსი გრძელდება. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“, მხარდამჭერი კომპანია „ბახვი ჰესი“, რომელიც მოცემულ ინიციატივას აფინანსებს, პარტნიორი კი ადგილობრივი თვითმმართველობაა, რომელიც პროექტში ჩართული პირების ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს. შეხვდრებითვეში ორჯერ იმართება.

შეხვედრების მიზანითერაპიული ჯგუფის მუშაობის პრინციპით შშმ პირების მშობლებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. როგორც ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ პროექტების მენეჯერი მაკა შანიძე განმარტავს, ტრენინგების მეშვეობით მშობლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ საუბრის, ასევე  სტრესის დაძლევის გზების შესახებ დისკუსიის საშუალება მიეცათ,  რაც არსებული რეალობის გათვალისწინებით მათთვის დახმარების საუკეთესო გზა აღმოჩნდა.

  1. ქალბატონო მაკა, პირველ რიგში, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. გვითხარით, ამ დროისთვის, რამდენი მშობელია პროექტში ჩართული?
  • პროექტში ჩართულია 30-მდე მშობელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქალბატონებმა იგრძნონ, რომ არ არიან მარტო, რომ მათზე ზრუნავენ და დაინტერესებულნი არიან მათი კეთილდღეობით და ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობით.
  1. როგორც ვიცით, პროექტის განმავლობაში მშობლებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრების სივრცეში შვილებიც ატარონ. ეს პროცესი თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, თუ პროექტის განხორციელების ეტაპზე გამოიკვეთა ამის საჭიროება?
  • მშობლებთან შეხვედრების პარალელურად ჩვენი ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთანაც. ეს პროცესი თავიდანვე ასე არ იყო დაგეგმილი, საჭიროებამ განაპირობა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დედებს მიეცეთ საშუალება მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში და არ იღელვონ იმაზე, რომ ბავშვს მარტო ვერ დატოვებენ და ამის გამო მოუწევთ რამეს გამოაკლდნენ.
  1. რამდენად დადებითად მოქმედებს თავად ბავშვებზე მსგავსი სივრცის არსებობა და ერთმანეთთან კომუნიკაცია?
  • ბავშვებთან მუშაობის პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა თამაშების სახით. ამიტომ მათთვის ეს გარემო როგორც სასარგებლო, ასევე საინტერესო და სახალისოცაა. ერთმანეთთან კომუნიკაცია კი ძალიან დადებითად აისახება ბავშვების ქცევასა და განწყობაზე.
  1. რა მოლოდინები გქონდათ თავად პროექტის დასაწყისში და როგორ შეაფასებთ ახლა პროექტის მიმდინარეობას?
  • დასაწყისშიც და ახლაც მიმაჩნია, რომ თავისი შინაარსით ნამდვილად უნიკალური პროექტია, რომელიც მასში ჩართულ მშოლბელს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ საკუთარ ემოციებზე და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ეს პროექტი, ბახვი ჰესის მხარდაჭერით, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
  • დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 78
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 74
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 73
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    თამაზ კილაძე – როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ  და მეღორეობას ან კიდევ…