ზოგადი მიმოხილვა

C ჰეპატიტიარის ღვიძლის დაავადება, რომელიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ინფიცირებულთა დაახლოებით ერთი მესამედი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თავისუფლდება ვირუსისგან მისი ორგანიზმში შეჭრიდან 6 თვეში, დანაჩენს კი უვითარდება ქრონიკული ინფექცია, რომელიც ხშირად ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარების მიზეზია.

საქართველოში 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ დაახლოებით 150 ათას ადამიანს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი.

 

გამომწვევი აგენტი არის C ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც აზიანებს ღვიძლს და შეიძლება გამოიწვიოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადება.

 

მაღალი რისკი სჯგუფები

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკ- ჯგუფ სმიეკუთვნებიან:

  • ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებლები;
  • ადამიანები, რომელთაც გადაესხათ სისხლი ან სისხლის პროდუქტები, ან ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურება იმ  დაწესებულებებში, სადაც ინფექციის კონტროლის პრაქტიკა არასათანადოდ არის დანერგილი;
  • ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული დედისაგან;
  • პირები, რომელთაც ჰყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორი;
  • ვირუსული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა სქესობრივიპარტნიორი;
  • აივ /შიდსით ინფიცირებულები;
  • ყოფილი ან ამჟამინდელი პატიმრები;
  • ადამიანები, რომელთაც აქვთ ტატუ ან პირსინგი.

 

ინფექციის მტარებელი და გავრცელების წყარო არის C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანი.

 

გადაცემის გზები

C  ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლის გზით. ვირუსი ყველაზე ხშირად  გადაეცემა:

  • ინექციური ნარკოტიკების საერთო შპრიცითა და ამ მიზნით გამოყენებული სხვა საერთო ატრიბუტების მოხმარებისას;
  • სამედიცინო დაწესებულებებში არასტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენების დროს;
  • შეუმოწმებელი სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმის დროს.

 

ვირუსის გავრცელება ასევე შესაძლებელია ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის დროს და ინფიცირებული დედიდან  ბავშვზე,  თუმცა, გადაცემის ეს გზები იშვიათია. C ჰეპატიტის  ვირუსი არ გადაეცემა: ძუძუთი კვებით, კოცნით, ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, ინფიცირებულთან  საკვების ან სასმელის გაზიარებით.

 

ინკუბაციური პერიოდი

C ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2 კვირიდან 6 თვემდე. ადამიანთა 80%-ს არ უვლინდება სიმპტომები. დაავადების მწვავე ფორმა კლინიკურად გამოვლინდება შემდეგი ნიშნებით: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, უმადობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო განავალი, სახსრების ტკივილი, სიყვითლე  (კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება).

 

ვირუსის გამძლეობა

ვირუსმა ორგანიზმის გარეთ, ოთახის ტემპერატურაზე და საგნების ზედაპირებზე შეიძლება 3 კვირამდე გაძლოს.

 

მიმღებლობა

ვირუსული C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ ეს ინფექცია შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მედიკამენტებით შესაძლებელია დაავადებისგან სრული განკურნება, თუმცა განკურნების შემდგომ ადამიანს არ რჩება მყარი იმუნიტეტი და შეიძლება ისევ დაინფიცირდეს, ამიტომ, უსაფრთხოების ზომების დაცვა კვლავ საჭიროა.

 

კონტროლის ღონისძიებები:

პრევენციული ღონისძიებები (წინასწარ რა უნდა გაკეთდეს)

ვირუსული C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს,  ამიტომ მისი პრევენცია დამოკიდებულია ვირუსის გადაცემის რისკის შემცირებაზე სამედიცინო დაწესებულებებში და მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, მაგალითად ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებელ პირთა შორის, დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში და სხვა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს შემდეგ ღონისძიებებს:

  • ხელების ჰიგიენა – ქირურგიული დამუშავება, სწორად დაბანა, ხელთათმანების გამოყენება;
  • სამედიცინო ნარჩენებისა და მჭრელი საგნების უსაფრთხო გაუვნებელყოფა;
  • ზიანის შემცირების სრულფასოვანი სერვისის მიწოდება ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებელთათვის (შპრიცისა და სხვა საინექციო მასალების გაზიარების თავიდან აცილება);
  • დონორული სისხლის ტესტირება;
  • კონდომის სწორად გამოყენების ხელშეწყობა.

 

პაციენტის და კონტაქტების კონტროლი (ვის უნდა გადაეცეს შეტყობინება)

ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებითშესაძლებელია ჯანმრთელობის იმ სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება, რომლებიც აღმოცენდებიან ინფექციის მიმდინარეობის დროს და ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენცია, ამიტომ, სასურველია, ყველა ადამიანმა ერთხელ მაინც, ხოლო სარისკო ქცევის შემთხვევაში – განმეორებითად, ჩაიტაროს სკრინინგი და ტესტირებაზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მიაკითხოს სპეციალიზებულ კლინიკას შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის.

 

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებაზე პირველადი ტესტირება და მკურნალობა უფასოა

 

 

            არჩილ მჟავია

 

სსიპ ლ. საყვარელიძისსახელობისდაავადებათაკონტროლისა

დასაზოგადოებრივი  ჯანმრთელობისეროვნულიცენტრის

გურიისგანყოფილებისუფროსი

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 77
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 68
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 66
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 65
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…