„ლალი თავაძე ჭეშმარიტად რჩეულია ჩინებულთა შორის…
ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლას ჰქონდა ფუფუნება, ლალი თავაძე ჰყოლოდა მასწავლებლად…
დიდი მოაზროვნე, ქართული სიტყვიერების დედოფალი…არაორდინალურად დამნახავი და შემფასებელი მშობლიური ენის სწავლების ,პრობლემების დანახვისა და გადაჭრისა…ავტორი მრავალი გამოკვლევისა და სტატიისა, პედაგოგთა დამხმარე კრებულისა-„მზერა ქართულია“ …სცენარისტი, რომლის „მე-19 საუკუნის გენიოსები“ წარმატებით დაიდგა მე-4 საჯარო სკოლაში და დღესაც დაეხმარება რომანტიკოსთა ცხოვრებით დაინტერესებულ საზოგადოებას…
ლალი მასწავლებლის ნაზი,დარბაისლური სიმკაცრე
ერთ სლოგანს ემსახურებოდა: გიყვარდეს წიგნი!!! წიგნის ოდენ წაკითხვა კი არა, გააზრება!!!..
წიგნიერება გახლდათ ადამიანის მისეული შეფასების კრიტერიუმი…
საოცრად შვენის მის სახელს „განსრულებული სიბრძნითა.“..
ღვაწლმოსილი, მრავალწახნაგოვანი მოაზროვნე…დიდებული ოჯახის განმგებელი …წარმატებული შვილებისა და შვილიშვილების აღმზრდელი…უღალატო მეგობარი და მრავალთა მასწავლებელი…
ნათელი დაადგეს მის სულს“ _წერს ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე სოციალურ ქსელში.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია თანაუგრძნობს ლალი თავაძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს.
მსგავსი სტატიები
- 88დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 80სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 80გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 781918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 77სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…