ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის და რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, თუმცა, როგორც მან “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ მორიგი მძლავრი ბიძგების განმეორების ალბათობა ნაკლებია.
ამასთან, მისი განმარტებით, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 6-7 განმეორებითი ბიძგი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4,5 მაგნიტუდის იყო.
“თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საბედნიეროდ, დაუსახლებელ ადგილას მოხდა. საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა იყო. დასახლებულ პუნქტებში რომ მომხდარიყო, გარკვეულ დაზიანებას, თუნდაც მაღალ შენობებში, აუცილებლად გამოიწვევდა. გარდა ამისა, ძველი შენობები ასეთ მძლავრ მიწისძვრას ვერ უძლებს. როგორც ყოველთვის, ასეთ ძლიერ მიწისძვრას თან ახლავს განმეორებითი ბიძგები, ე.წ. აფთერშოკები. გუშინაც მოხდა რამდენიმე, მათ შორის 6-7 ისეთი იყო, რომელსაც მოქალაქეები იგრძნობდნენ. ე.წ. აფთერშოკებს შორის ყველაზე მძლავრი 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, რასაც მოქალაქეები ეპიცენტრიდან საკმაოდ დაშორებითაც იგრძნობდნენ“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
“შესაძლოა, პატარა ბიძგები განმეორდეს, თუმცა, საგრძნობი რომ იყოს და რყევები მაგალითად, თბილისში ან ბათუმში იგრძნონ, ნაკლებად მოსალოდნელია“,-განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ჯავახეთის ზეგანი სიესმურად ძალიან აქტიურია და მიმდებარე სოფლებიც.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ზონაა და მიწისძვრა მოულოდნელი არ იყო“, – განმარტა ზურაბ ჯავახიშვილმა.
მან მოსახლეობას გარკვეული რჩევები მისცა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს:
„პირველ რიგში, მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს. სეისმურად აქტიური რეგიონში მიწისძვრები ხშირად ხდება და ასეთი დროს მოქალაქეები მშვიდად უნდა იყვნენ. ყველა საერთაშორისო ექსპერტი გვირჩევს, რომ მიწისძვრის დროს შენობა არ უნდა დავტოვოთ და არ უნდა ვცადოთ გაქცევა. უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა მოვშორდეთ ფანჯრებს, თაროებს და სხვა ნივთებს, სადაც რაიმე შეიძლება დაგვეცეს. ძლიერი მიწისძვრის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილზე უნდა გავჩერდეთ და დაველოდოთ მიწისძვრის დასრულებას. თუ შენობას დავტოვებთ, განსაკუთრებით მაღალ შენობებს უნდა მოვშორდეთ. არ უნდა ვისარგებლოთ ლიფტითა და კიბეებით, რომელიც მიწისძვრის დროს ყველაზე სუსტი წერტილებია. სჯობს, ღია ადგილზე გავიდეთ და იქ დავრჩეთ“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, გუშინ, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ambebi.ge
მსგავსი სტატიები
- 81სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 70ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 70გაზაფხულის პირველი სავსემთვარეობა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გველოდება. სავსემთვარეობაზე პლუს/მინუს 2 დღე ემოციურობა მოჭარბებულია, ადამიანები გაღიზიანებულები არიან. როგორც წესი, ამ პერიოდში ხშირდება ავარიები; ნერვიულობისა და ემოციურობის გამო ადამიანებს ექმნებათ უსიამოვნებები. მოსაფრთხილებელია გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და თუ მაღალი წნევის მატარებელი ხართ, გააკონტროლეთ. 7 მარტს არ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებას, საქმიანი შეხვედრების გამართვას.…
- 67საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები…
- 64ინდოეთის ქალაქ საირანგში მშენებარე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. უბედურ შემთხვევას მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც ჯერ კიდევ გრძელდება. შემთხვევის დროს სულ 40 მუშა იმყოფებოდა ადგილზე, იტყობინება ადგილობრივი მედია. მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ 3 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ინციდენტის მიზეზს სამართალდამცავები იძიებენ. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ოფისმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც…