2022 წლის 20 მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც განაცხადა:
„მე საოცარ რაღაცებს ვისმენ, აი, ამ ბოლო დღეებში, იგივე საქართველოში იქნება თუ მითუმეტეს რუსეთის ეკლესიაში, ქადაგებებს ვისმენ, რომლებსაც ქრისტიანობასთან არანაირი საერთო არ აქვთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტეს სახელით ქრისტიანებს ხოცავენ. როგორია ეს?! რატომ მოვიტყუოთ თავი და მოვატყუო ადამიანი, ჩვენს თვალწინ იხოცება უამრავი ჩვილი, უამრავი ბავშვი, რომლებშიც შენ, შენს სიცოცხლეს ეფერები, უამრავი ადამიანია, რომელსაც პირიქით, ჩვილივით მზრუნველობა სჭირდება, მოხუცებულები, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება, რომ თავის თავზე იზრუნონ, რამდენი ახალგაზრდა ხალხი… აი, ეს მე პირადად ძალიან მაწუხებს და ძალიან მაფიქრებს, შეგაშფოთებს კიდევაც, თუმცა, ჩემი შეშფოთება საქმეს ვერ შველის… ჩემი შეშფოთების შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მე ამ ყველაფრის შესახებ, ჩემი, როგორც მღვდელმთავრის, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის პოზიცია და ხედვა გაგიზიაროთ. აი, აქ, თქვენთან, ფოთში, ამბიონზე რომ ვდგავარ, თუ ჩემი სიტყვა ქრისტეს სახელს ატარებს მარტო, მაგრამ ქრისტიანულ სწავლებასთან ახლოს არ არის, უნდა მითხრათ, იმიტომ, რომ ეს არ არის კერძო ჩემი, ეს ჩვენი რწმენაა ყველასი და ჩვენი ეკლესიაა და პასუხისმგებლობაც ყველა ჩვენგანზე არის დაკისრებული… და გვახსოვდეს, ჩვენი წინამძღვარი, ჩვენი მღვდელმთავარი უკუნისამდე არის იესო ქრისტე, როგორც დღევანდელ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე მოციქული: „ჩვენი მარადიული მღვდელმთავარი არის იესო ქრისტე”. სწორედ, იესო ქრისტეს კურთხევის ქვეშ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ…
ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს არა კაცი, არამედ ღმერთი! უნდა ვემსახუროთ არა დროს, არამედ ღმერთს! ადამიანს პატივი ვცეთ… მაგრამ უმთავრესი, ვისი იმედიც უნდა გქონდეს, ეს არის ჩვენი წინამძღვარი, იესო ქრისტე – მარადიული მღვდელმთავარი და აი, ამ მღვდელმთავრის კურთხევის ქვეშ ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და დალოცოს სამყარო სრულიად“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი
მსგავსი სტატიები
- 83რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 7628 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 69საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 69"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 66ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…