2022 წლის 29 აპრილს, „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ განმახორციელებელმა კომპანიამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის, „ბახვი 1 ჰესის“  პროექტის გზშ-ს განხილვის ფარგლებში, დოკუმენტაციის   დამატებითი პაკეტი მიაწოდა.

„ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის“ სპეციალისტების მიერ შექმნილი დოკუმენტაციის პაკეტი მოიცავს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვის ფარგლებში გაუჩნდათ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამინისტროს ექსპერტებს.  გზშ-ს დოკუმენტი, რომელიც 600-მდე გვერდს მოიცავს,  ასევე დოკუმენტაციის პაკეტში არსებული არაერთი დანართი, რიგ შემთხვევაში დაზუსტებებს საჭიროებდა.

გზშ-ს ანგარიშის განხილვის პროცესი, მისი ჩაბარებიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე, ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რაც თითოეულ დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას ღიად გააჟღეროს მისთვის საინტერესო თემა, მოითხოვოს და მიიღოს მეტი ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი კომპანიისგან.  ეს გზშ-ს განხილვის პროცესში მიღებული პრაქტიკაა, შესაბამისად გამონაკლისს არც   „ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური “ წარმოადგენს. კომპანიის სპეციალისტებმა ამჯერადაც, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროს, იმისათვის რათა  დროულად მოხდეს როგორც მიწოდებული ინფორმაციის განხილვა, ასევე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.

            გზშ-ს დოკუმენტი, შესაბამისი დანართებით, შპს „სი-სი-ი-ეიჩჰაიდრო VI“-ის მიერ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტროში წარდგენილი იყო 2021 წლის 20 დეკემბერს, სამინისტროს ვებ – გვერდზე გასაჯაროების თარიღი კი, 2022 წლის 23 დეკემბერია. არსებული კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გზშ-ს ოთხი საჯარო განხილვა ჩატარდა 2022 წლის 10 და 11 თებერვალს ოზურგეთსა და ჩოხატაურში, ასევე მთისპირის და ჩხაკაურას თემებში.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 43
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 42
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 39
      გაცნობებთ, რომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გაიმართება 2022 წლის 21 დეკემბერს. თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა ასე განისაზღვრა: 2022 წლის 21 დეკემბერი15:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის…
  • 37
    „ბახვი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სოციალური პროექტი მთისპირშიმდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს,  გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი  და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
  • 35
    ინფორმაცია „ბახვი 2 ჰესის“ გზშ-ს საჯარო განხილვის შესახებ 2022 წლის 21 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი მთისპირის ადმინისტრაციულ შენობაში მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ („ბახვი 2ა“ და „ბახვი 2ბ“) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. საჯარო განხილვის ორგანიზატორი გარემოს ეროვნული სააგენტოა. „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის“ პროექტი სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინა. პროექტის  განვითარების…