გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაბა ურეკში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა, რომლებსაც პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები გადასცა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მოვინახულეთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. მათ გადავეცით სხვადასხვა საკვები პროდუქტები და ნივთები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა შეგროვებული. მინდა, თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მეგობარი უკრაინელი ხალხის დახმარებისათვის,“– აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.
„დაბა ურეკში ის უკრაინული ოჯახები მოვინახულეთ, რომელთაც ომის გამო, საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ. კიდევ ერთხელ, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ რთულ ვითარებაში, ჩვენ მეგობრების გვერდით ვდგავართ!“– აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ამ ეტაპზე, ურეკის ორ სასტუმროში 21 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვიდნენ და მათი უმრავლესობა ქალაქ ხარკოვის მკვიდრია. საქართველო კვლავ განაგრძობს როგორც ომში მყოფი, ასევე, საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას. უკრაინაში უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპის ფარგლებში შეგროვებული ტვირთი.
მსგავსი სტატიები
- 47დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 37ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 37სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 36ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 36პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება. გურიის რეგიონიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი დღეს გაიგზავნა. პროცესის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან…