მაკა დოლიძე უკვე მეათე წელია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ცხოვრობს. დღეს ის მედიათმცოდნე და საზოგადოებრივი ინტეგრაციის სპეციალისტია. მას, როგორც ქართველსა და როგორც გურულს მიაჩნია, რომ ყოველი ქართველის მოვალეობაა დაიცვას საკუთარი ქვეყანა მავნებლური დამოკიდებულებებისგან. მისი სტატიები ხშირად ხდება ნორვეგიული მედიის ინტერესის საგანი. აქ გთავაზობთ ამა წლის მარტში ნორვეგიის წამყვან ჟურნალ „სუბიექტში“ გამოცემული სტატიის თარგმანს – რუსული პროპაგანდის დაგმობის მნიშვნელობაზე,
შეეშვით რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ჩემს სამშობლოსთან მიმართებაში!
პროპაგანდის საშუალებით რუსეთი ცდილობს დაიპყროს მათი გონება, ვისაც ის ფიზიკურად ჯერ კიდევ ვერ მიწვდა. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ეს ნათელია, წერს მაკა დოლიძე.
ჩემი გზა, ჩემს მეორე სამშობლო- ნორვეგიამდე ჩემი ბიოლოგიური სამშობლო-საქართველოდან, ბავშვობის ოცნებამ განაპირობა. მას საფუძველი ჩაუყარა სიყვარულმა ნორვეგიისადმი, მისი ენის, ისტორიის, ხელოვნებისა და მუსიკისადმი. არანაკლებ იმ ღირებულებებისადმი, რომელზეც დგას აქაური საზოგადოება. რაც უფრო მეტად იზრდებოდა ეს სიყვარული, მით უფრო მტკივნეული ხდებოდა უსამართლო მოპყრობის ატანა ჩემი ბიოლოგიური სამშობლოს მიმართ.
როცა პირველად როგორც სტუდენტმა მივიღე დროებითი დოკუმენტი ცხოვრების უფლების შესახებ, მასში ეწერა: „სამშობლო: საქართველო (სსრკ)“.
სსრკ შემოკლებაა „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის“, როგორც სრული სახელი საბჭოთა კავშირის, რომელიც დაინგრა 1991 წელს.
შოკირებულმა თავი ვალდებულად ვიგრძენი ამის შესახებ შემეტყობინებინა მიგრაციის სამინისტროსთვის, თუნდაც ღამისთევის ფასად. როგორც ახალჩამოსულ სტუდენტს, რომელიც მარტო ვუმკლავდებოდი დამკვიდრების ფაზას არაფრის დრო არ მქონდა, რადგან ძალიან ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა მაწვა მხრებზე. პასუხი მოვიდა დაგვიანებით, თუმცა საკითხი სერიოზულად იქნა აღქმული.
ბევრი თვე დასჭირდა იმის აღმოჩენას, რომ სამინისტროს განაცხადების საიტის წარმოებაში რუს დეველოპერებსაც მიეღოთ მონაწილეობა.
საბჭოთა კავშირზე უფრო ძველი
ერთი წლის შემდეგ, როცა მსგავსი დოკუმენტი ავიღე, იქ დამხვდა საქართველო და წერტილი! დიდი მადლობა ამისთვის ნორვეგიის მიგრაციის სამინისტროს!
მაგრამ მაღალი უსაფრთხოების მოთხოვნების მქონე ვებ-საიტების აწყობის უფლებას შემდეგ ჯერზე თუ შემთხვევით უცხოელ მუშახელს არ მივცემთ, ალბათ ჭკვიანური იქნება.
სამწუხაროდ, ამის პარალელურად ნორვეგიული ფოსტაც იყენებდა „სსრკ“-ს, თავს კი იმართლებდნენ იმით, რომ შტატი ჯორჯია ვერ გაერჩიათ საქართველოსგან – უძლური არგუმენტია!
აქ უნდა ვთქვა: „ბოლოს და ბოლოს, დაგვიძახეთ მაშინ საქართველო!“ ჩვენ საქართველოს ვეძახით საკუთარ ქვეყანას!
ჩემი სამშობლო მედიის მიერ მუდმივად დეფინირებულია როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. ეს აზიანებს საქართველოს იდენტობას როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ.
საქართველო 1921 წელს ძალით დაიპყრეს და შეუერთეს საბჭოთა კავშირს, ნორვეგიისაგან განსხვავებით, რომელიც 1940-1945 წლებში გერმანიის მიერ იყო დაპყრობილი. მაგრამ, იქნებოდა კი სამართლიანი ან ეთიკური ნორვეგიის მუდმივად პოსტ-ნაცისტურ ქვეყნად მონათვლა?! არანაირად! ასეა საქართველოც, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირის შექმნამდეც.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ არის პრორუსული და ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რომელიც მუდმივად ცდილობს უფრო დიდი რეგიონული სახელების გამოყენებით მცირე ერების იდენტობისთვის გვერდის ავლას. ქართულ ფოლკლორს მოიხსენიებდნენ, როგორც კავკასიურ ფოლკლორს, ქართულ ნაგაზს -კავკასიურ ნაგაზს – რომ მიეთვისებინათ ყველაფერი ქართული.
ჩვენი აზრების კოლონიზების მცდელობა
სკოლის მოსწავლეს რუსულის გაკვეთილის დატოვებაც დამჭირვებია, მხოლოდ იმიტომ რომ საბჭოთა ომზე შექმნილი პროპაგანდისტული ლექსის ნაცვლად, ბორის პასტერნაკის მშვიდობიანი და ლამაზი ლექსის მოყოლა ვარჩიე.
13 წლისამ ვკითხე მამას მაშინ, თუ რატომ იყო რუსეთი ასეთი დაკავებული პროპაგანდით.
„- ისინი არ ცდილობენ მხოლოდ ტერიტორიების მიტაცებას, მათ უნდათ რომ ფლობდნენ და აპროგრამებდნენ ადამიანებსაც. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კურდღელი მოკლან და მეტი ხელიც ჰქონდეთ მათ სათრევად.“_ მიპასუხა მან.
შარშან ზაფხულს ვეწვიე შესანიშნავ გამოფენას „Road of Glory“ ნობელის მშვიდობის ცენტრში. გამოფენა ეძღვნებოდა საკვების შეზღუდვის იარაღად გამოყენებას ომში. ნაშრომებს დართულ მსოფლიო რუქებზე კი არ არსებობდა საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის. ყირიმი, რომელიც უკრაინაა ასევე რუსეთის საზღვრებში იყო მოქცეული.
მაშინვე გადავწყვიტე ამის თაობზე შემეტყობინებინა ჰიერშტი ფლოისტასთვის, რომელიც ცენტრის დირექტორია. ის ცენტრამდე ასევე UNICEF-ს ხელმძღვანელობდა ნორვეგიაში.
შეტყობინებაში ვცადე ხაზი გამესვა ნობელის მშვიდობის ცენტრის, როგორც მშვიდობის საქმეში სამაგალითო ინსტიტუტის პასუხისმგებლობისთვის. დავწერე რომ ასეთი შეცდომები შეიძლება აღქმული იქნეს როგორც უცოდინრობა, პოლიტიკური გულგრილობა, ან როგორც პოლიტიკური ძალის ბოროტად გამოყენება. მე იმედი გამოვთქვი იმისა, რომ მათი პროფესიონალიზმი და კარგად განვითარებული სამართლიანობის გრძნობა გადაწონიდა რუქების ცვლილების ხარჯებს.
თუმცა მეორე დღეს მივიღე ძალიან მოკლე პასუხი, სადაც ზედმეტად ბევრი „თუკი“ და „იმ შემთხვევაში“ იყო გამოყენებული, თითქოს რაიმე შეცდომა ჩემს მხარეს იყო მოსაძებნი.
რუსული პროპაგანდა WiFi არ არის, რომ მხოლოდ შეზღუდულ არეალზე ვრცელდებოდეს. ის ცდილობს ასევე ჩვენი ისტორიის და კულტურის კოლონიზებას.
სწორედ ასე ახდენენ იმათი ტვინების ოკუპირებას, ვისაც ჯერ ფიზიკურად ვერ იპყრობენ.
ჟურნალ „Subjekt“-ის რედაქცია კომენტარისთვის დაუკავშირდა ნობელის მშვიდობის ცენტრის დირექტორ ჰიერშტი ფლოისტას. გთავაზობთ მის კომენტარს:
„ჩვენ ამ სკითხს უკიდურესი სერიოზულობით მოვკიდეთ. ეს არის ნამდვილად შეცდომა, რომელიც არ ეპატიება ნობელის მშვიდობის ცენტრს, სადაც ინფორმაციის მიწოდება უნდა იყოს უტყუარი და ზუსტი. მე მყისიერად დავუკავშირდი ჩვენს კურატორს და ჩვენ ვაწარმოეთ ახალი რუქები, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო საზაფხულო არდადეგები იყო. რათქმაუნდა ბოდიშს ვიხდით, რომ მაკა დოლიძეს მეილით არ შევატყობინეთ რუქების ცვლილების შესახებ.“
მაკა დოლიძე გულითად სალამს უგზავნის თავის ძვირფას კუთხეს და ხაზს უსვამს სიფხიზლის მნიშვნელობას.
GAZEtI `ALIONI~, #10, 2 MAISI, 2022W.
მსგავსი სტატიები
- 79საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 79"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 73ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 7028 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
- 69დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…