განცხადება
ინფორმაცია ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სკოპინგის ანგარიშის წარდგენის შესახებ

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი, CCEH-ი აცხადებს, რომ ამა წლის 06.02.2022 წელსგარემოს ეროვნულ სააგენტოში განსახილველად წარადგინა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის სკოპინგის ანგარიში. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის სქემა, მდინარის მოდინებაზე მომუშავე მცირე ზომის სადგურებისგანშედგება (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ), რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბახვისწყლის ხეობაში არის დაგეგმილი.სკოპინგის ანგარიში, სამინისტროში პროექტის განმახორციელებელი კომპანიის, შპს ბახვი 2-ის სახელით შევიდა.

პროექტის ტექნიკური დახასიათება:

ჰიდროელექტროსადგურის ტიპი: დერივაციული, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე

დაგეგმილი სიმძლავრე:

  • ბახვი 2ა სადგური- 11.4 მეგავატი
  • ბახვი 2ბ სადგური- 20.7 მეგავატი

გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა:

  • ბახვი 2ა სადგური- 48.6გვტსთ.
  • ბახვი 2ბ სადგური- 88.8 გვტსთ.

შეგუბების დაგეგმილი ფართობი:

  • ბახვი 2ა სადგური- 0.1930 ჰექტარი
  • ბახვი 2ბ სადგური- 0.09 ჰექტარი

სადაწნეო მილსადენის სიგრძე:

  • ბახვი 2ა – 3283 მ
  • ბახვი 2ბ – 3750მ

პროექტის ინფრასტრუქტურა:  სათავენაგებობა, თევზსავალი,  მილსადენიდაჰესისშენობა

„მიგვაჩნია, რომ  მდინარის კალაპოტში არსებული ჰიდროელექტროსადგურები ერთიანი პოლიტიკით უნდა იმართოს. სწორედ ეს იყო, ჩვენ მიერ მოწვეული ფრანგი ექსპერტის, პიერ ბიდერმანის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც მან ბახვი 1 ჰესის პროექტისთვის შესრულებული კუმულაციური კვლევის შედეგად გაგვიზიარა.  მან გვირჩია, რომ გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, აუცილებელი იყო მდინარე ბახვისწყლის პერიმეტრზე არსებულ სხვა პროექტებთან კოორდინაციაში ყოფნა.სწორედ ამ რჩევამ განაპირობა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტით დაინტერესების გადაწყვეტილება. პროექტი დავხვეწეთ ტექნიკური თვალსაზრისით და უკვე შევიტანეთ სკოპინგზე. ჩვენი ყველა  განზრახვა თუ ქმედება ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შერბილების მიზნით. მდინარე ბახვისწყალზე არსებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე ერთი პასუხისმგებელი კომპანიის  არსებობა, გაზრდის გადაწყვეტილებებისმიღების ეფექტიანობას და  მარტივი იქნება კონტროლის მხრივაც“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის დირექტორმა.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში ოპერირებადი ბახვი 3 ჰიდროელექტროსადგურის თანამფლობელია 2017 წლიდან; 2020 წლიდან, ინვესტორი კომპანია ამუშავებს ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტს; 2021 წელს, კი ძველი მფლობელებისგან გამოისყიდა ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელიც განმახორციელებელ კომპანიასთან ერთად  დახვეწა, გააუმჯობესა და  სკოპინგის პროცედურა დაიწყო.

კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი, CCEH-ი ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა, რომლის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით. კომპანიას შექმნილი აქვს დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა და ყოველ ჯერზე, უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემით განსაზღვრული წესების ზედმიწევნით შესრულებასა და დაცვას.

ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოზე და რეგიონის განვითარებაზე

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა2022 წლის 16 მარტს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ოზურგეთის ოფისში (მ. კოსტავას 25, ოზურგეთი) პროექტის მენეჯმენტისა და გარემოს დაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვების შეჯამება, რომელიც თებერვალში ჩოხატაურში, სოფელ ჩხაკაურაში, ოზურგეთსა და სოფელ მთისპირში გაიმართა საქართველოს გარემოს…
  • 82
    ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია _ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
  • 81
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
  • 81
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 80
    ბახვი ჰესის ტრენინგ მოდული უფროსკლასელთათვის მთისპირსა და ჩხაკაურაში დაიწყო2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…

არ გამოტოვოთ