2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა.

მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს ადგილზე დაცული უძველესი ხანის ნივთები და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხები.

ვანის ნაქალაქარის აღმოჩენის ისტორია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იწყება. ტერიტორიაზე დასახლებული ახვლედიანები თავიანთ სამოსახლოში ხშირად პოულობდნენ ოქროს, რაც ადგილზე არქეოლოგიური გათხრების დაწყების საფუძველი გახდა. ვანში აღნიშნული სამუშაოები 1947 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ვანის ნაქალაქარი ძვ.წ VIII-I საუკუნეებით თარიღდება, ხოლო არქეოლოგიურ მუზეუმში ამ პერიოდის სხვადასხვა უძველეს ნაკეთობასთან ერთად, 1500-მდე ოქროსა და 2500-მდე ვერცხლის ნივთია გამოფენილი.

ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორიის მონახულების შემდეგ ახალგაზრდებისთვის ექკურსია სპეციალურად მათთვის,  შემუშავებული გასართობ-შემეცნებითი პროგრამით გაგრძელდა და დასრულდა.

„უკვე მეორე წელია აქტიურად ვმონაწილეობ და ვესწრები ბახვი ჰესის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და შეხვედრებს. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი მომავალი პროფესიის საფუძველი სწორედ ბახვი ჰესის მეშვეობით ვიპოვნე. განვლილ ტრენინგზებზე არაერთი საჭირო უნარი გამომიმუშავდა და ჩემი თავი მომავალ პროფესიაშიც დავინახე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესს, ტრენერებს, ხათუნა იოსავას, გიორგი ბერეჩიკიძეს და ყველას, ვინც განვითარების საშუალება მომცა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ტრენერები შეგვხვდა. ძალიან მიხარია, რომ გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების მიმართულებების სწავლის საშუალება მომეცა. სწორედ ეკოლოგია უნდა გახდეს სამომავლოდ ჩემი პროფესია“,  განაცხადა მთისპირის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, ნათია შავაძემ.

„ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე სწორედ ამ ექსკურსიას უკავშირდება, რომელიც აღსავსე იყო განსხვავებული სანახაობით. მოვინახულეთ ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც გამოფენილი იყო უძველესი ნივთები. გავიგეთ, რომ ამ ნივთებს შორის ყველაზე ძველი მინიმუმ 30 საუკუნის წინანდელია. მოვისმინეთ ისტორია ძველი ტაძრების აგების სტრუქტურაზე, ტრადიციებზე, ხელოვნებაზე. ეს ყველაფერი მართლაც გასაოცარი იყო.

გარდა ამისა, ტრენერების მიერ შემუშავებული გასართობ-შემეცნებითი პროგრამის მეშვეობით ჩემს თანატოლებთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე. გამიხარდა ისიც, რომ გავიცანი მთისპირის სკოლის მოსწავლეები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბახვი ჰესსა და ტერნერებს, ხათუნა იოსავას და გიორგი ბერეჩიკიძეს. ჩვენთვის მათთან შეხვედრა ყოველთვის სიახლესთან და აღმოჩენებთან ასოცირდება“, – განაცხადა ჩხაკაურას საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, მარიამ ბერიძემ.

„მოსწავლეების მიერ გაზიარებული ემოციებითა და შეფასებებით მივხვდით, რომ კურსი მიმდინარე წელსაც ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი იყო. გარემოსდაცვისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერება ერთი ორად ამაღლდა. ტრენინგების განმავლობაში ზოგიერთმა უფროსკლასელმა სამომავლო პროფესიაც კი აარჩია, რაც ჩვენთვის სიამაყის მომგვრელია. სწორედ რეგიონში განათლების ხელშეწყობა, მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფრომაციის გავრცელება და სწორი კარიერული არჩევანის გაკეთებაში დახმარება იყო და არის ბახვი ჰესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მოხარულები ვართ, რომ ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი.

ეს ყველაფერი კი არ გამოვიდოდა ტრენერების, გიორგი ბერეჩიკიძისა და ხათუნა იოსავას გარეშე რისთვისაც, მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.მადლობა მინდა გადავუხადო ინტერესისთვის თითოეულ მოსწავლეს, რომელიც ამ ტრენინგებს ესწრებოდა და ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს, რომლებიც მუდმივად გვეხმარებოდნენ სკოლებში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში. წლის შემაჯამებელი ექსკურსია ერთობლივი ძალისხმევის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, – განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 100
    ბახვი ჰესის ტრენინგ მოდული უფროსკლასელთათვის მთისპირსა და ჩხაკაურაში დაიწყო2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…
  • 100
    უნდა აშენდეს თუ არა „ბახვი -1“ ჰესი?ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან 4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს. პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და…
  • 100
    ეკოლოგია, კლიმატი, განახლებადი ენერგიები და უსაფრთხოება  - ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა წელი2023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის  საგანმანათლებლო  პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია,  ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და  საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
  • 95
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 92
    ხალხი, რომელიც გვაძლიერებს - ბახვი ჰესის ახალი თაობა                                                      ოზურგეთის ოფისი                                                                                                                            ბახვი ჰესი საქართველოში რეგისტრირებული  კომპანიაა, რომელიც ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“…