პოეტს, პროზაიკოსს, ჟურნალისტს გენრიეტა ქუთათელაძეს ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოების წარდგინებით „პერსონას“ ბორდმა „პერსონა -2022“ -ის ტიტული მიანიჭა.
„საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2022″ – ის ტიტულზე პოეტს პროზაიკოს გენრიეტა ქუთათელაძეს.
ქალბატონი გენრიეტა ქუთათელაძე წარდგენილია ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი ლელა ქართველიშვილი
გენრიეტა ქუთათელაძე–პოეტი,პროზაიკოსი, პუბლიცისტი. საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი,20-მდე პოეტური,პროზაული და პუბლიცისტური კრებულის ავტორი და ათი პოეტური კრებულისა და ანთოლოგიის თანაავტორი,იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში,თარგმნილია რუსულ და თურქულ ენებზე.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ქართული კულტურის ამაგდარის წოდებით,არის ნიკო ლორთქიფანიძისა და ზურაბ გორგილაძის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. გამოირჩევა საზოგადოებრივი საქმიანობით.წლების მანძილზე იყო ხელვაჩაურის რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, 21 წელი კი ამავე რაიონში მოქმედი რაიონული გაზეთის მთავარი რედაქტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ოზურგეთსა და ბათუმის გაზეთებისა და ჟურნალ “ჭოროხის”რედაქციებში…ავტორია ასობით პუბლიკაციის. ამჟამადაც განაგრძობს ლიტერატურულ საქმიანობას,აქვეყნებს თავის ნაწარმოებებს ჟურნალებსა და გაზეთებში. მკითხველის სიყვარულითაა გარემოსილი,იწვევენ შეხვედრებზე.
ამ დღეებში 79 წლის ზღურბლს გადააბიჯებს და მკითხველს ახალი წიგნს ჰპირდება,”რეკვიემი დევნილთათვის”…რომელიც გამოსაცემად მზად აქვს“_წერია წარდგინებაში.
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს ქალბატონ გენრიეტას ამ დიდ აღიარებას.
ქალბატონმა გენრიეტა გასული საუკუნის 60-იანი წლებში წარმატებით მოღვაწეობდაგურიის რეგიონულ გაზეთში.
მსგავსი სტატიები
- 90დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 83გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 83სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 821918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 81სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…