საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა.
ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
სპექტაკლი „ცის-კარი“ ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს, ტექსტი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებსა და ჩანაწერებზეა დაფუძნებული. თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზი სანახაობრივთან ერთად განსაკუთრებულად ემოციურს ხდის სპექტაკლს, ავტობიოგრაფიული ხაზი მაგიურ, სინამდვილის განცდას ჰქმნის. ტექსტის სიმცირე კი სპექტაკლს ყველა თაობის მაყურებლისთვის გასაგებს, შინაარსობრივად საინტერესოს და აღსაქმელად მარტივს ხდის. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
5-15 ივლისს ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 8 თეატრი 9 სპექტაკლით, ხოლო 15 თეატრი დედაქალაქიდან და საქართველოს რეგიონებიდან 17 სპექტაკლით. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობს ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრი უკრაინიდან; ასევე დასები პორტუგალიიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან.
ხაზგასასმელია, რომ ფესტივალი ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრში პირველად იმართება და საფესტივალო დღეებში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებაზე შექმნილ 26 სპექტაკლს მაყურებელი თეატრის სამივე – დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე იხილავს.
წლევანდელი ფესტივალის სტუმრები არიან თეატრებისა და ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციის ETA დამფუძნებლები და ბორდის წევრები. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ასოციაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული ხერსონის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კნიგა.
ფესტივალის ფარგლებში ასევე იმუშავებს პროფესიონალი თეატრის კრიტიკოსებით და თეატრის ექსპერტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური, რომელიც 6 ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთაც გადაეცემათ მთავარი პრიზი „ნოდარ დუმბაძის პრემია“.
მსგავსი სტატიები
- 702023 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება. წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს 7 უცხოეთის…
- 67დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 66ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისმეხუთე დღეს ვიხილეთ, როგორც ქართული დრამატურგიის,ისე პროზის ინტერპრეტაციები .პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის,რომ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოგვიდგინა „ომობანა“ (რეჟისორი - გაუხარ ადაი ),ხოლლო შემდეგ ვიხილეთ საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის „კუკარაჩა“ (რეჟისორი -ბარზუ აბდურაზაკოვი) და…
- 652022 წლის 5-15 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 8 უცხოეთის ქვეყანა 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი 17 სპექტაკლით მიიღებს . XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე…
- 64ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. 5-დან 15 ივლისის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ, მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე როგორც ქართული, ასევე, უცხოური თეატრალური დასების მონაწილეობით 26 სპექტაკლი ეხილა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, აფხაზეთის…