ავტორი ლია კილაძე
ოზურგეთში, ჭანიეთის ულამაზეს ქაქუთის უბანში საჯაიების კომლი სახლობს მე-19-საუკუნის ბოლოდან. მას შემდეგ, რაც ჭაბუკი სილიბისტრო აქ დასახლდა. სილიბისტრო, როგორც ტიპური გურული, პოლიტიკაში ჩართული იყო და ქვეყნის უკეთეს დღეებთან ხედავდა საკუთარი ოჯახის წინსვლას… დღემდე მათ ულამაზეს ეზოში მინიმუმ 20 ქორწილი გადახდილა… პირველი კი სილიბისტროს და ათინო ქარცივაძის ქორწილი იყო.
საჯაიების სათავეს შეერთო სხვა გვარები, მათ შორის ჩხატარაშვილები, გობრონიძეები, სურგულაძეები, კვერღელიძეები, სირაძეები…
2022 წლის ფერიცვალებას, ქაქუთში საჯაიები შეიკრიბნენ. გვარის ისტორიის კვლევა და შეხვედრის ორგანიზება სოსო საჯაიას დედამ, ქალბატონმა ფოთოლა არობელიძემ ითავა:
ფოთოლა არობელიძე: „ _ გვარი ცოცხალი ისტორია, ქართველი კაცის სინდის-ნამუსის, ოჯახის სიმტკიცის და პატიოსნების, ადამიანებთან თავაწეული ურთიერთობის, მამულიშვილობის ფენომენს წარმოადგენს. ამ შეგნებით იზრდებოდა გვარი საჯაია, რომელიც უძველესი, ფეოდალური წარმოშობისაა. მე-11-ე, მე-12 -ე საუკუნეში საჯაიები არიან აზნაურები და ცხოვრობენ ჩხოროწყუსა და მთლიანად სამეგრელოში. 5 და 7 წლის ძმები – სილიბისტრო და სოლომონი – მამამ ბეჟანი (ბუჟუკი) საჯაიამ ჩამოიყვანა გურიაში და დასახლდა დაბა ლაითურში.
სილიბისტრო დაოჯახდა, შეირთო აჭარელი ათინო ქარცივაძე და დასახლდა ჭანიეთში, ქაქუთში. ათინო მოიტაცა, რის გამოც, ქალის ოჯახი გაწყრა და ქალიშვილს მზითევი არ მისცა. წყვილს ჰყავდა 6 შვილი, 16 შვილიშვილი. ახლა ჩვენთან ერთად არიან 7 მათგანი – სვეტლანა, ელეონორა, იამზე, სადიკო, ბუხუტი, ანზორი, რომანი. სილიბისტროს და ათინოს შვილიშვილები, შვილთაშვილები 2022 წლის 19 აგვისტოს არის 209 ადამიანი.“
მათი ერთ-ერთი შთამომავალი გახლავთ ავთანდილ სურგულაძე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი:
„ – ბევრი მოსაგონარი გვაქვს, წინა თაობებმაც შემოგვინახა ისტორიები, მათ შორის სილიბისტროს ერთ-ერთი ფრაზა: „კაცმა ისე უნდა იცხოვროს, ცა ტყულა არ უნდა გაჭვარტლოსო“ – ჩვენც ვცდილობთ ტყულა არ ვიყოთ, რაღაც სასარგებლო გავაკეთოთ და მგონი ვახერხებთ კიდეც. სილიბისტრო აქტიური მენშევიკი იყო, მისმა ძმამ კი მშვენიერი ბიზნესი წამოიწყო ექადიაზე, ჰქონდა სააგურე ქარხანა, რომელიც მუშაობდა 1924 წლამდე… საბედნიეროდ, ძმებს რეპრესია არ შეხებია. მეტიც, ღრმა მოხუცებული სილიბისტრო რაიკომში გამოცხადა და პენსიის მომატება მოითხოვა, რომელიც 7 მანეთს შეადგენდა. რაიკომში მისი მენშევიკური ისტორიების მოსმენის შემდეგ, რაც დამსახურებებში ჩამოთვალ, მოხუცი სახლში გაისტუმრეს. თეთრი დათვები არ დაგატოვინონ უკან, ამ ამბებს ნუღარ გაიხსენებთო, დაარიგეს.“
სოლომონის ქარხნის აგური ინახება მისი შვილიშვილის – ზურაბის ოჯახში.
გვარის შეხვედრაზე უხვად იყო მონატრება, გაცნობა, ღიმილი და თბილი გული, რაც ყველაზე მეტად ამშვენებს ადამიანის ყოფას… და რაც ქართველების ერთ-ერთი გამორჩეული ნიშაა – სიყვარულის გაზიარება და წინაპრების ხსოვნა.
მსგავსი სტატიები
- 93დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 92ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
- 91„ლანჩხუთი პლუსი“ ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა ლანჩხუთში და თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვიდობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „გამომშვიდობება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…
- 89ცნობილი მებაღე-დეკორატორი, ასკანელი ზურაბ შევარდნაძე ასე იგონებს „ლამპრობის“ ტრადიციას: _ ორი თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძალიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას, ჟირჟღილობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს…
- 89თემურ მარშანიშვილი მგონი, წარსულს ჩაბარდა, ქართველ კაცს შემოდგომის დადგომა რომ უხაროდა. აფრასიონი რომ აფრასიონია, მატრონას პატრონი, უბედური აფრასიონი, ისიც კი ყოველ შემოდგომაზე წიწილების დათვლის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდა. ახლა წიწილების მაგიერ ხმები უნდა ითვალო მთელი ღვინობისთვის განმავლობაში და იმაზე უნდა იმტვრიო თავი, ვინ ვის აძლევს, სად და როდის?.. ხმებს ვგულისხმობ, რასაკვირველია,…