ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი არაერთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზატორია. მათი ოფისი მეორე წელია სოფელ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ლამაზ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.300-კაციანი დიდი საკონცერტო დარბაზი, სამუშაო ოთახები ანსამბლების რეპეტიციებისა და წრეების მუშაობისთვის, ერთადერთი ქალაქის ცენტრიდან დაშორებულნი არიან, თუმცა ქ. ოზურგეთის ცენტრიდან სოფელ ოზურგეთის ცენტრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა ამ პრობლემას მოხსნის. ეს მომავლის საქმეა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რომ ცენტრში წარმატებულად ფუნქციონირებდეს.
გთავაზობთ ცენტრის დირექტორთან, კობა ბაძელაძესთან საუბრის ჩანაწერს:
_ ჩვენი სპეციპიკიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერვიუ ერთგვარი ანგარიშის ფორმის იქნება, რადგან ჩვენი მუშაობა ამით ფასდება. წლის ყველა მონაკვეთი ღონიძიებებით დატვირთულია, საზეიმო ღონიძიებები, ფესტივალები, სოფლებში გამართული ღონისძიებები. 7 თვეში 68 ღონისძიება ჩავატარეთ.
ჯერ ანსამბლებით დავიწყოთ: „შვიდკაცა,“(ტრისტან სიხარულიძე), „იადონი“ (ბიძინა მჟავია), „ვახტანგური“ (მამია რუსიძე), „ელესა“, „ალილუია“(ამირან გოლიაძე), „შემოქმედი“ (ტრისტან სიხარულიძე), „რეხეული“ (ფოტინე გორდელაძე).
გარდა ამისა, მუშაობს კინოსა და ფოტოხელოვნების, ხატვის, ელემენტარული მუზიცირების, ქართულ-ხალხური საკრავების,გიტარის შემსწავლელი, ლიტერატურული, თეატრალური, ინფორმატიკის წრეები; მუშაობს საგალობლების შემსწავლელი სტუდია, მხარეთმცოდნეობა-ეთნოგრაფიის კლუბი, ქორეოგრაფიული წრე „ჯუთა,“; ბავშთა ანსამბლი „დილა,“სოფელ შრომის ანსამბლი „ოცნება,“ სოფელ ნატანების ქართულ-ხალხური საკრავების წრე, სოფელ ბახვის საბავშვო მუსიკალური სტუდია „გვირილა“. ამ წრეებში სწავლება უფასოა.
_მთავარი ღონიძიებების შესახებ ვისაუბროთ..
_4 იანვარს, სოფელ ცხემლისხიდში „ბედობა გურიაში“ წარმოვადგინეთ, (ანსამბლი „ვახტანგური.“) იმავე დღეს ცენტრის საკონცერტო დარბაზში საახალწლო ღონისძიება „საშობაო ზღაპარი“ გაიმართა. აქ მოწვეული იყვნენ მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები, რომლებთაც საახალწლო საჩუქრები გადავეცით.
აგუნას გადაძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებია.
„კალანდა 2022“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სახლში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვით ჩატარდა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
ასევე განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, 14 აპრილს გამართული დედა ენის დღის დაარსების 44-ე წლისთავთან დაკავშირებული ლამაზი ღონისძიება, სადაც
გაიხსენეს მრავალჭირნახული ქვეყნის და ენის განვლილი გზა, შესრულდა საგალობლები, დედაენის ჰიმნი, გამოიფინა სხვადასხვა წელს გამოცემული დედაენის ნიმუშები.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
„ჭადრების ბაღში“ მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცეები, პავილიონები, ადგილობრივი რეწვის ოსტატების გამოფენა. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
_ თქვენი ცენტრის ერთ-ერთი საინტერესო პროექტია ინტელექტუალური თამაშები „რა? სად? როდის?“
_ „კულტურის და მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით, 11 მარტს ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ დაიწყო, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად იმართებოდა.
დღეს, კულტურის ცენტრში გაიმართა სუპერ ფინალი – ბრეინ-რინგი, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: სოფელ მაკვანეთის გუნდი – „ლაბირინთი,“ სოფელ დვაბზუს გუნდი – „ინტელექტუალურები,“ სოფელ ბახვის გუნდი – „შევარდენი“ და სოფელ ასკანის გუნდი – „ევრიკა.“ აქ სოფელ მაკვანეთის გუნდმა გაიმარჯვა.
ინტელექტუალური თამაშები ამით არ ამოწურულა. შეხვედრები გავმართეთ სოფელ დვაბზუში, ასკანაში, ჭანიეთში, შრომაში, ნატანებში, ბახვში, მთისპირში, ლიხაურსა და ძიმითში.
_სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ჩართულობა ცენტრში როგორია?
_ ჩვენს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში არა მარტო ცენტრის წრეები მონაწილეობენ, ვთანამშრომლობთ სკოლებთან. მაგალითათ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისზიებებში მონაწილეობდნენ გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის მოსწავლეები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“-ს და „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“-ს აქტიური პარტნიორობის შედეგად ცენტრის თანამშრომელი ანა ბერსენაძე შერჩეულ იქნა საერთაშორისო პროექტის – „Connection the Dots for Young People with Cancer“ მონაწილედ. იგი პროგრამის ფარგლებში ერთი თვე იმყოფებოდა სტამბულში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში წლის განმავლობაში ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის ანსამბლების – „ოცნებას“ (ხელმძღვანელი – ნინო ჩხაიძე); „მარულას“ (ხელმძღვანელი – თამარ კვირკელია); ასევე ხატვის წრის (ხელმძღვანელი – გია დარჩია) მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ლატვიის “ადაჟის თავისუფალი ვალდორფის” სკოლის მოსწავლეებმა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სტაჟირება სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გაიარეს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს ღირსშესანიშნავი ადგილები და შეისწავლეს ტურისტული პოტენციალი.
სოფლის მეურნეობის დარგის სპეციფიკის შესწავლის მიზნით მოინახულეს მარწყვის სასათბურე მეურნეობა, ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობა, ბახვის ჩაის ფაბრიკა, შემოქმედის ეპარქიის სავენახე მეურნეობა, შემოქმედის ვარდების სათბური. გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში დაესწრნენ გურული კერძების მასტერ-კლასს. ოზურგეთის ტექნოპარკში შეხვდნენ ქართველ ბავშვებს.
ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ოზურგეთის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
_ კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს ცნობილი ფოლკლორული ანსამბლები, რა ურთიერთობა გაკავშირებთ ამ მხრივ ფოლკლორის ცენტთან?
_ წელს მარტში ფოლკლორის ცენტრში მოვიწვიეთ საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, სადაც იგი შეხვდა კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ანსამბლის ხელმძღვანელებს. შედგა ერთგვავი სამუშაო გეგმა, რომლელიც ითვალისწინებს გაიმართოს გაცვლითი პროგრამა_მასტერკლასები, კონცერტები. გადავამზადოთ ცენრთან არსებული წრეების ხელმძღვანელები ფილკლორის, ზეპირსიტყვიერების კუთხით და ა.შ. ამაში ჩვენ დაგვეხმარება ცნობილი ფლ~ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, უჩა დვალიშვილი და სხვები. სოფლებში კვლავ ჩავატარებთ გასვლით ღონისძიებებს, მაგრამ ამჟამად მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მთალიანად მოვიცავთ.
ფოლკლორის ცენტრის ჩართულობით მოხდა სოფელ შრომის სკოლის ანსამბლ „ოცნების“, ფოთის ერთ-ერთი სკოლის და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვების დამეგობრება.
_ მთავარი თემა _ფესტივალები…
_ ქართველი ლოტბარის, მომღერლის, ქორეოგრაფის, ინჟინერის, საქართველოს სახალხო არტისტის _ გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი წელს მეთორმეტჯერ ჩატარდა. ხუთი ქვეყნის მონაწილეებისთვის გაიმართა ქორეოგრაფიული მასტერკლასი. შეამკეს გიორგი სალუქვაძის ჰორელიეფი.
ბოლოს „ჭადრების ბაღში“ გაიმართა დიდი გალა-კონცერტო
გიორგი სალუქვაძის სახელობის გრან-პრის მფლობელები გახდნენ: ნიკოლოზ ბაზიარი (ვოკალი); ქორეოგრაფიული ანსამბლი “Zhemchuzhina” (უზბეკეთი).
18 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა ქართული ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “არტ-გენი”.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული და თანამედროვე კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
ფესტივალზე მიწვეული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი “იადონი”. ანამბლის ხელმძღვანელი – ბიძინა მჟავია. ანსამბლი “იადონი” არტ-გენის დაარსების დღიდან, უკვე 19 წელია მისი ყოველწლიური, საპატიო სტუმარი და მონაწილეა.
სოფელ ტვიშში, ჩატარდა ღვინის ფესტივალი “ლეჩხუმური”, სადაც
მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი “შემოქმედი” (ანსამბლის ხელმძღვანელი – ლაშა ჩხარტიშვილი) მონაწილეობდა.
_უახლოესი ღონისძიებები…
_ პანდემიის შემდეგ აღდგა და წელს, აგვისტოს ბოლოს აჭარა-გურიის მთიანეთში ტრადიციული დღესასწაული „ჯვარიმინდორობა“გაიმართება, რომელშიც კვლავ მიიღებს მონაწილეობას ანსამბლი „იადონი.“
_წელს ანსამბლი „იადონის“ და „შვიდკაცას“ ხელმძღვანელების ბიძინა მჟავიას და ტრისტან სიხარულიძის საიუბილეო თარიღებია. ვემზადებით მათ აღსანიშნავად.
აქ ყველა ჩატარებულ ღონისძიებას ვერ ჩამოვთლი, მაგრამ იგი ვერ იქნებოდა წარმატებული, რომ არა ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა.
მსგავსი სტატიები
- 77დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 69დღეს, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები მოინახულეს, ყვავილების გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ნინო თოიძის საფლავზე ოზურგეთელ ომის ვეტერანებთან ერთად იმყოფებოდა ვეტერანების…
- 67გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 66სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 651918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…