ირანში 1 კვირაზე მეტია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები იმართება.
ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა  პირობა დადო, რომ საპროტესტო გამოსვლებს გაუმკლავდება. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება.

ოფიციალური პირების თქმით, დაახლოებით 35 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ.

შეტაკებები რამდენიმე ქალაქში გრძელდება. სანამ პრეზიდენტი რაისი ამბობს, რომ 22 წლის ქალის სიკვდილს გამოიძიებენ, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი აჰმად ვაჰიდი ამტკიცებს, რომ ქალბატონი ამინი ნაცემი არ იყო.

„დაიკითხნენ მოწმეები, განიხილეს ვიდეო, მოიპოვეს ექსპერტიზის დასკვნები და დადგინდა, რომ ქალი არ უცემია ზნეობის პოლიციას“, – აღნიშნა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამავდროულად, რეფორმისტულმა ჯგუფმა ისლამური ირანის სახალხო პარტიის კავშირმა მოითხოვა სავალდებულო ჩაცმის დრესკოდის გაუქმება და მშვიდობიანი დემონსტრაციების დაშვება.

Amnesty International-ის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხშაბათ საღამოს დემონსტრაციებზე 19 ადამიანი მოკლეს.

ირანის პრეზიდენტმა საპროტესტო გამოსვლებს „არეულობა“ უწოდა.  მისი თქმით, ირანი „არეულობას გადამწყვეტად უპასუხებს და ქვეყანაში კვლავ სიმშვიდე დაისადგურებს“.

22 წლის სტუდენტი მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. ქალი გათავისუფლების შემდეგ 3 დღეში გარდაიცვალა. ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ მაჰსას გულის პრობლემები არასოდეს ჰქონია და ის პოლიციაში სასტიკად სცემეს. მათივე თქმით, სწორედ ამას მოჰყვა ქალის გარდაცვალება.

ირანში საპროტესტო აქციებში ქალებიც მონაწილეობენ. ისინი ჰიჯაბებს წვავენ და თმებს მოკლედ იჭრიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

მსგავსი სტატიები

  • 47
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 45
    „ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდება“ – ირანის გენერალური პროკურორიმედიის ცნობით, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ქვეყანაში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა. „ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა, მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა. თუმცა, გაურკვეველია, იგივე სამსახური სხვა კონტექსტში და სხვა სახელით შეიქმნება თუ არა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება „ზნეობრივი“ დანაშაულებისთვის გაგრძელდება. ცნობისთვის,…
  • 43
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 42
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 41
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…