…ბავშვობისას, კომუნიზმის პიკზე დაბადებისას, როცა ტელევიზორი მხოლოდ ორ არხს უჩვენებდა და ისიც იშვიათად საინტერესო თუ იყო, დიდება უფალს-წიგნების კითხვა შემიყვარდა…დავიწყე ზღაპრებით შვიდი წლისამ…ასაკის ზრდასთან ერთად, მოთხოვნილებაც გამეზარდა და შესაბამისად შემეცვალა…მესამე, თუ მეოთხე კლასში ვიყავი, როცა „სამი მუშკეტერი და დ’არტანიანი“ მოხვდა ჩემს ხელში…ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა სკოლაში წასული ვიხსენებდი, რომ სახლში მისულს, საყვარელი წიგნი მელოდა…ბავშვის ასაკთან შედარებით, წიგნი ძალიან მალე წავიკითხე…და მოვიწყინე…გადავიკითხე „ტომ სოიერის თავგადასავალი“ „უთავო მხედარი“, „ოკეანეში დაკარგულები“..ძალიან ბევრი წიგნი, მაგრამ ვერ მივიღე ისე ახლოს, როგორც „სამი მუშკეტერი“..ალბათ უფლის ნება იყო, რომ ერთმანეთს გადავაწყდით მე და „გრაფი მონტე კრისტო..“ ამ დროისთვის 14 წლისამ აღვიქვი, რომ ეს წიგნები არა მარტო მწერლებით, არამედ კიდევ სხვა რაღაცით მომწონდა…უფრო ინტერესით დავიწყე საფრანგეთის ისტორიის შესწავლა და მივხვდი, რომ არის მხარე, ქვეყანა, სადაც ხალხია თვითონ საინტერესო და ძალიან საყვარელი, რომელ ხალხშიც იბადება და იზრდება ეს მწერლები…შემდეგ დაიწყო კინო ეპოპეები:„ფანტომასი“, „ზორო“, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და დავრწმუნდი, რომ არის სადღაც სახელმწიფო, რომელშიც ყველა ლამაზი სულისაა და ყველა ლამაზად აზროვნებს…„ქალი კამელიებით“, „მანონი ლესკო“, „მოხუცი მებადური“…„ბუადირეს წარჩინებული ბატონები“…მე დამატყვევა საფრანგეთმა…როცა შავ ზღვას ვუყურებდი სევდიანი სახით, ვფიქრობდი სულ და ვნატრობდი, მოვხვდები კი ოდესმე იქ, სადაც ჩემი ბავშვობის ოცნებები დაიბადა…

…გადის წლები და საფრანგეთში ვარ…მე, არ ვაპირებდი აქ დიდი ხნით ჩამოსვლას…მაგრამ ჩამოსვლიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, როცა ვემზადებოდი სახლში წამოსასვლელად, აღმომაჩნდა ყელის ავთვისებიანი, მეოთხე სტადიის კიბო…არ დავკონკრეტდები, მოკლედ ვიტყვი, რომ დოკუმენტაცია მქონდა არა სახარბიელო მდგომარეობაში და რაც მთავარია, არ მქონდა დაზღვევა…მაგრამ ჩემმა ღმერთმა და ჩემმა ბავშვობაში შეყვარებულმა საფრანგეთმა, გულში ჩამიხუტა იმ ჩემი ბავშვობის სიყვარულის გამო…მე, გამაოცა ამ ადამიანთა დიდმა გულმა, ამათმა კეთილშობილებამ, ამათმა ქალობამ, ამათმა კაცობამ…საავადმყოფოში მოხვედრამდე ვაკვირდებოდი და არ არსებობს ევროპაში ხალხი ასეთი თბილი…პოლიცია ასეთი მეგობრული და გამგები…ქალები, რომლებთაც არ ჭირდებათ პრანჭვა და არიან ძალიან თავისუფალნი…კაცები, რომელთაც უყვართ კარგი ღვინო და აქვთ კარგი ღვინო, უყვართ ქეიფი და ქეიფობენ…სახელმწიფო, სადაც ყველა თავისუფალია და არავინ-არავისზე მაღლა არ დგას…სადაც არავის ეშინია ვინმეს, ღარიბს-მდიდარის, ნარკომანს-პოლიციელის, გლეხს-დეპუტატის, მუშას-პროკურორის…არა…სრული თავისუფლება…ულამაზესი ბუნება…გადაჭიმული ტყეები, მინდვრები, მდინარეები სავსე თევზით, რომელსაც არც აფეთქებენ და არც „ტოკავენ“…სადაც ჟურნალისტებს აქვთ სრული თავისუფლება და წერენ შიშის გარეშე…

…როგორც კი გამსინჯა ქალბატონმა მართამ (ემილი მარტინი), ეგრევე კიბოს დიაგნოზი დამისვა…მას შეეძლო არც გავესინჯე, არ მქონდა დაზღვევა, მაგრამ შემიცოდა უცხო და განწირული…და მისცა თავს უფლება, ყოფილიყო ღვთისა იმ წუთს…და წარმოიდგინეთ დაუჯერებელი, ამ ქალბატონმა კიდეც მომათავსა საავადმყოფოში, ოპერაციაც გამიკეთა, ახლა რადიოსხივების კურსს გავდივარ და მეპატრონა ბოლომდე… საავადმყოფოს იმ ულამაზეს კოლექტივთან ერთად, რომლებმაც ჩემთვის მძიმე წუთებში, როგორც მამას, ძმას და მეგობარს მეპატრონენ…ელზასში პატარა ქალაქ ჰაგენაუ-ს საავადმყოფო, ამ ლამაზსულიანმა ხალხმა, ჩემთვის სამოთხედ გადააქციეს…არსად მინახია ასეთი ყურადღება, ასეთი სითბო, სიყვარული და რაც მთავარია, ეს დევს ამ ხალხში…ამ საავადმყოფოს მეშვიდე სართულის მედ.პერსონალთა სახეები, გახდა ჩემი საყვარელი სახეები მთელი ცხოვრების გზაზე…ახალნაოპერაციებს, ღამეებს მითევდნენ, მამხნევებდნენ, მახალისებდნენ…რაც შეეხება ჩვენი განყოფილების მზარეულებს, არ ვიცი რა სიტყვებით გადმოგცეთ მათი ზრუნვა ჩემზე…იმდენად ახლო არიან, რომ როგორც ოჯახის წევრს, სახლიდან მიზიდავენ ხშირად ხილსა და ტკბილეულს…მე, გამაოცა ფრანგმა ხალხმა და ყოველი ქართველის გასაგონად მინდა მადლობა გადავუხადო საავადმყოფოს უფროსს, ყველა მის მოადგილეს, ყველა ექიმს, ქალბატონ მართას განსაკუთრებით და ასევე განსაკუთრებით მეშვიდე სართულის მედ.კოლექტივს, მზარეულებს, პირველ რიგში სიცოცხლისათვის და შემდეგ უკვე, იმ ფრანგული კეთილშობილებისთვის, რომელსაც ბავშვობისას წიგნებში ვკითხულობდი…ჩემი სამშობლოა საქართველო…და მის შემდეგ, ჩემი სფრანგეთი…

…მადლობა საფრანგეთს…მადლობა სტრასბურგს…მიყვარხარ HAGENAU…

 

თემურ ბაქანიძე

p.s. მწერალი თემურ ბაქანიძე ათიოდე წლის წინ გაზეთ „ალიონში“ მუშაობდა. არაერთი საინტერესო სტატია აქვს გამოქვეყნებული ტრეფიკინგზე, სოფლის პრობლემებზე… ამჟამად იგი ოპერაციის შემდგომი პერიოდის მკურნალობის კურს საფრანგეთში, ელზაში, ქალაქ ჰაგენაუს კლინიკაში გადის.

ჯანმრთელობა ვუსურვებთ თემურ ბაქანიძეს.

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 100
    „ისრაელი არ უპირისპირდება არაბ მოსახლეობას, არამედ ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებას“ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია.  ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი. ასევე არის   ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ: _ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად  დავიწყე თანამშრომლობა…
  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
  • 100
    მორიგი პერფორმანსი ახალი ინტერპრეტაციითდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა, ფუთიდან სათამაშო ტანკები და სხვა სამხედრო ატრიბუტიკა   ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს მიართვა. _ ეს მელია -კუდაგრძელიას, ეს შენ. თქვენ მხოლოდ ერთმანეთში  ომი გეხერხებათ და ითამაშეთო _ მიმართა მჟავანაძეს ხომერიკმა.  _აჯობებს…
  • 100
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…