გურული სიმღერების ოსტატ შემსრულებელთა შორის თომა მუჯირს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უკავია. იგი ეკუთვნის მომღერალთა იმ ჯგუფს, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს ეს უნიკალური საგანძური და თავის დროზე დაატკბეს თავისი გემრიელი ხმით და სიმღერის ღრმა ცოდნით მაყურებლები. თომა მუჯირი მართლაც გამოირჩეოდა თავისი გურული ტემბრით და არაჩვეულებრივი მანერით.
მე კარგად მახსოვს ბატონი თომა, რადგან იგი მამაჩემის _ილარიონ სიხარულიძის მეგობარი იყო და ხშირად გვსტუმრობდა ჩვენს ოჯახში. რამდენჯერმე მამაჩემი მამღერებდა კიდეც მასბევრჯერ ფულიც უჩუქებია ჩემთვის და შევუქივარ კიდეც: _„შენა კარგი მომთან და ღერალი დადგებიო.“ განსაკუთრებით მახსოვს მისი ნამღერი უძველესი გურული სიმღერა „ინდი-მინდი-ფერად შინდი,“ ეომელსაც ახლაც ხშირად ვისმენ და ეს სიმღერა შეიძლება ჩაითვალოს მისი უამრავი ჩანაწერიდან ერთ-ერთ უნიკალურად.
თომა ნოეს ძე მუჯირი დაიბადა 1908 წელს სოფელ ბოხვაურში. იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა როგორც შრომისმოყვარე და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თომა მუჯირი ხდება ცნობილი ლოტბარის, ვარლამ სიმონიშვილის გურიის ეთნოგრაფიული გუნდის წევრი. ამავე გუნდის წევრები იყვნენ თომას მამიდაშვილები,თითქმის თანატოლები, შემდგომში ცნობილი ლოტბარი ესე ჭანიშვილი და ასევე ცნობილი მომღერალი ტელე იობიშვილი.
თომა მუჯირი, როგორც უნიკალური სმენისადა განსაკუთრებული ხმის მქონე, ხდება ანსამბლის ნომერ პირველი მომღერალი. მას ჩაწერილი აქვს გურული სიმღერები: „ხასანბეგურა,“„ შვიდკაცა,“ „ინდი-მინდი,“„მიყვარს-მიყვარს,“ „შავი შაშვი“ და სხვა.
თომა მუჯირი 1934 წელს მიწვეული იქნა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში, რომელსაც პლატონ ფანცულაია ხელმძღვანელობდა. ანსამბლი გასტროლებს ატარებდა ქ. თბილისში და თომას მიერ შესრულებულმა გურულმა სიმღერებმა „ინდი-მინდი,“„შავი შაშვი,“ „ხასანბეგურამ“ და „შვიდკაცამ“ აღტაცებაში მოიყვანა თბილისელი მაყურებელი.
1935 წლის ბოლოს თომა ისევ ვარლამ სიმონიშვილის გუნდის წევრია. ამავე წელს ვარლამ სიმონიშვილია ანსამბლი მიწვეულ იქნა ქ. მოსკოვში გასტროლებზე, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურეს.
1939 წელს თომა ქ. თბილისში, ხალხური სიმღერების ოსტატთა ახლადშექმნილ ანსამბლში მიიწვიეს, რომელასც რემა შელეგია ხელმძღვანელობდა. იმავე წელს ზემოთაღნიშნული ანსამბლი მიწვეულ იქნა ქ. მოსკოვში, სასოფლო-სამეურნეო გამოფენის გახსნაზე.
1940 წლიდან თომა მუჯირი კვლავ ვარლამ სიმონიშვილს გუნდს უბრუნდება და ამ ანსამბლსი რჩება ვარლამის გარდაცვალებამდე.
როცა გარდაიცვალა ვარლამ სიმონიშვილი თომას ბევრი უტირია, ეს იყო პირველი ცრემლი, რომელიც ოდესმე შეუმჩნევიათ ამ ბრგე ვაჟკაცის თვალებზე. თომას ხელი ჩაუქნევია და სამუდამოდ დაუტოვებია სცენა.
ამის შემდეგ იგი იყო სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოზე.
თომა მუჯირი ვარლამ სიმონიშვილის უსაყვარლესი პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ თომა ხშირად აგვიანებდა მეცადინეობაზე, მეგობრულ დარიგებებს აძლევდა არ გაუჯავრდებოდა. ეტყოდა: _თომა, შენ არაჩვეულებრივი მომღერალი ხარ და საჭირო ხარ გუნდისათვის. ამიტომ, ნუ გააცდენ მეცადინეობასო.
ხდებოდა ოსე, რომ თომას კვლავ მოუწია მეცადინეობაზე დაგვიანება. მაშინ ვარლამმა ანსამბლის წევრებს უთხრა: _ თომა კიდევ თუ დაგვიანებით შემოვა სამეცადინეო დარბაზში, მას არავინ არ გასცეს ხმა და არ მიესალმოსო.
მორიგ რეპეტიციაზე თომამ ისევ დააგვიანა, ცოტა ნასვამმა შეაღო დარბაზის კარი.
_„გამარჯობა თქვენი ხალხო,“_მიესალმა იგი მეგობრებს.
პასუხი არაა.
თომამ გაიარ-გამოიარა და კიდევ მიესალმა ანსამბლის წევრებს:
_ „გამარჯობათ ხალხნო თქვენი“_ისევ არ არის პასუხი.
ტომა ცოტა ხანს შეჩერდა, გაიხედ-გამოიხედა, დარბაზის კუთხეში მივიდა და დაიწყო ტანსაცმლის გაძრობა_ ჯერ პალტო გაიხადა, შემდეგ პიჯაკი, და ბოლოს შარვლის გახდა რომ დაიწყო, ქალებმა იკივლეს: _„რას შობა _შარვალს იძრობსო.“
თომა შემობრუნდა და დაიძახა: _„ხართ აქანე ვინმე?“ ამაზე ატყდა ხარხარი და თომა შეაჩერეს.
1964 წელს, როცა ვარლამ სიმონიშვილს იუბილე გადაუხადეს,თომას ვარლამის სხვა მოსწავლეებთან ერთად მონწეწილეობა მიიღო საიუბილეო კონცერტში და ერთხელ კიდევ გაახარა გურული ფოლკლორის თაყვანისმცემლები თავისი ტკბილი ხმით. სამწუხაროს ეს დარჩა მისი უკანასკნელი _გედის სიმღერა.
თომას შესახებ ცნობები მისმა შვილიშვილმა ამირან მუჯირმა მომაწოდა და მიამბო თომას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. იგი 1964 წელს ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა. ეს იყო 1964 წელი. იგი დაკრძალულია სოფელ ბოხვაურში.
მის დაკრძალვაზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ასეთი სიტყვა უთხრა: _„შენ ნათელო და მართალო კცო, დღეს აქ შეკრებილნი შენი მეგობრები უკანასკნელად გიგალობებთ ვარლამისეულ ზარს, რომელიც შენ მის ცხედართან ოდესღაც გიგალობია.“
და ბოლოს, თავისი სიყყვა დაუმთავრებია ასეთი სტრიქონით:
„შენი დაკარგვით ცოლშვილს, მეგობრებს
გვრჩება დარდი და ცრემლების თოვა,
სამარადისოდ გემშვიდობებით _
მართალო კაცო _ძვირფასო თომა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ეს მართლა _მართალი და შრომისმოყვარე, ნიჭიერი და არაჩვეულებრივი მომღერალი თომა მუჯირი!
ტრისტან სიხარულიძე,
ხელოვნების ქურუმი
მსგავსი სტატიები
- 85დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 77სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 761918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 75სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…