კონგრესის მონაწილეებს ევროპის საბჭოს 48 ქვეყნიდან თათია ნიკოლაიშვილმა სიტყვით მიმართა:
_ „მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა ოფიციალურ კიევს, მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს უშენს ბომბებს. ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი 2008 წელს, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ტერორისტულმა, ეგრედწოდებულმა არმიამ გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები, აგვიწიოკა ოჯახები და ამ წუთებშიც მავთუხლრთებს აბამენ საქართველოს ტერიტორიაზე . ვარ ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამ ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი მიხეილ სააკშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს ! ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ჩვენ, საქართველოს მოქალქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას და ჩვენ არ გვინდა გადაგვყლაპოს უკანასკნელმა იმპერიამ მის მსახურებთან ერთად.