11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგი მთის მოყვარულმა ადამიანების ჯგუფმა დაბა გომისმთაში აღნიშნეს. ამის შესახებ მერაბ სანიკიძე ფოტოებს ავრცელებს.
მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. მთების მნიშვნელობისადმი გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომ 2002 წელი გამოცხადებულიყო, როგორც მთის საერთაშორისო წელი. ამავე წელს, შემუშავდა გაერო-ს რეზოლუცია 57/245, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღედ აღიარა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მისი აღნიშვნისაკენ, რათა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.

მთებს ხმელეთის დაახლოებით ერთი მეოთხედი უჭირავს და მასზე მოსახლეობის დაახლოებით 10 % ცხოვრობს. მთა  მრავალი  უნიკალური ჯიშის მცენარის, ცხოველისა და წყაროების საცავია. საქართველოში კი მთებს ტერიტორიის 54 % უკავია.

გურიის რეგიონში 2 ცნობილი მთის კურორტი გვაქვს _ბახმარო და გომიმთა. ამიტომ ტურიზმი პოპულარული ხდება რეგიონში. აჭარა-გურიის მთებში არაერერთი ტურისტული მარშრუტი გადის. ამ მთების პოპულარობის ამაღლებით იყვნენ დაკავებულნი თამაზ შარაშენიძე (ცნობილი ალპინისტი, „თოვლის ჯიქის“ წოდების  მფლობელი,), ლეო ცქვიტინიძე, სოფელ ასკანის ფიზკულტურის მასწავლებელი), ასევე ასკანელი ლუკა შევარდნაძე, საქართველოს ჩემპიონი ტურიზმში, კლუბ „ასკანას“ დამაარსებელი რევაზ ცქვიტინიძე და სხვები.

კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს „შხარას“ სახელს უკავშირდება წარმოშობით ოზურგეთელი, ცნობილი ალპინისტის და ფოტოხელოვანის გურამ თიკანაძის ტრაგედია. მისი მეწყვილე შხარაზე ასვლისას ასევე ოზურგეთელი თამაზ ბაქანიძე იყო.

თამაზ ბაქანიძეს განხორციელებული ჰქონდა მრავალი ურთულესი ასვლა პამირის, ალპებისა და კავკასიონის მწვერვალებზე. იგი მთამსვლელობაში დაოსტატდა ალექსანდრე ნემსიწვერიძის, გოგი ჯაფარიძისა და მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით. გივი ქართველიშვილის ჯგუფის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მოიპოვა ორი ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

1997 წელს თამაზ ბაქანიძე  ხელმძღვანელობდა  ტურისტულ-ალპინისტური საზოგადოების „გურიის მთების“ მოყვარულ ალპინისტთა ჯგუფს (რ. ცქვიტინიძე, ნ. ასათიანი, შ. ცხომელიძე),  მწვერვალ „ორწვერზე“(4222 მ.)  ასვლისას.

ლანჩხუთელი ალპინისტი და მეკლდერული ბიძინა გუჯაბიძე, ორგზის „თოვლის ჯიქი“, 8-ჯერ ავიდა მწვერვალ  უშბაზე, ( ერთხელ ჩქაროსნული 12 სთ. 20 წთ., კავაკასიონის სხვა მწვერვალებზე, პამირში, ტიან-შანში, ჰიმალაებში დედამიწის უმაღლეს მწვარვალ ევერესტზე ( ორჯერ); ლჰოცეზე, დჰაულაგირზე…

არ შეიძლება არ აღინიშნოს მთისპირელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) დავით შარაშიძის დიდი  დამსახურება კავკასიონზე მეტეოროლოგიური სადგურის დაარსების საქმეში, რომელიც შემდგომ ალპინისტთა საიმედო ბაზად იქცა. მისი უშუალო ხელმძრვანელობით, გასული საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში ზღვის დონიდან 3 700 მეტრზე, ევროპაში ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა, რომელშიც მეტეოსადგური განთავსდა. ასეთი ბაზის არსებობამ განაპირობა ქართველი და უცხოელი ალპინისტებისთვის ასე მიმზიდველი მყინვარწვერზე და სხვა მწვერვალებზე ასვლა.

გილოცავთ მთების საერთაშორისო დღეს!

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 67
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 66
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 64
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 63
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…

არ გამოტოვოთ