ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული მზა პროექტების შესახებ იმსჯელეს.
გზების მშენებლობიდან ყველაზე დიდბიუჯეტიანი პროექტი სოფელ კონჭკათის ცენტრიდან სოფელ შრომის (ორმეთი) დამაკავშირებელი 6,8 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაა, რისთვისაც 5,358945 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სოფელი ქ ოზურგეთს 38 კილომეტრითაა დაშორებული და 2014 წლის აღწერით 347 კაცი ცხოვრობდა (2022 წელს 579).
სოფელ შრომაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი -ვაკისა (2 132 მ) და ზედუბნის (1146 მ.) შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მოხდება. (2 667790 ლარი). სხვა პროექტით სოფელში ახალი საბავშვო ბაღიც აშენდება.
2023 წელს სოფელ ცხემლისხიდი (უჩხუბი) _სოფელ ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის (4028მ.) რეაბილიტაციის პროექტი უნდა განხორციელდეს. მდინარე ნატანებზე მთავრდება 150 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობა., რის შემდეგაც უჩხუბი- ვაკიჯვრის თემს დაუკავშირდება.
მომავალ წელს განხორციელდება სოფელი ბახვი-ვაკიჯვრის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის ( 2,9 კმ.)რეაბილიტაცია (დაიხარჯება 2,5 მილიონი ლარი).
საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება სოფელ მთისპირში_ სოფლის ცენტრიდან სოფელ უკანავას დამაკავშირებელი 3,5 კმ. შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. (2,6 მილიონი ლარი). გარდა იმისა, რომ ამ მაღალმთიან სოფელში (ზ/დ 360მ.) 120-მდე ადამიანი ცხოვრობს, 2013 წელს აქ აშენდა ოთხკასკადიანი „ბახვი 3 ჰიდროელექტროსადგური, რომლიც წლიურად 38 მილიონ კილოვატ საათ ელექტროენერგია გამოიმუშავებს.
მოხდება დაბლა ვანისქედი-ბასილეთის დამაკავშირებელი გზის (1,2 კმ.) რეაბილიტაცია (1,1 მილ. ლარი), რომელიც იმითაა საინტერსო, რომ ანალოგიურად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც აპირებს ბასილეთ-დაბლა ვანისქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას და მუნიციპალიტეტის ზემო სოფლების მოსახლეობა (ცხემლისხიდი , ფამფალეთი ვაკიჯვარი, მთისპირი) 20 კილომეტრით ნაკლები მანძილი ექნებათ გასავლელი ხიდისთავი-ბახმაროს და ბასილეთი-ჩოხატაურის დასაკავშირებლად.
2,1 კმ. შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ მაკვანეთშიც (ბაღების უბანი). დაიხარჯება 1,4 მილიონი ლარი.
დაბა ლაითურში 3280 მეტრი შიდა გზა გაკეთდება, (2,5 მილიონი ლარი).
წლებია, გზის რეაბილიტაციის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავდა ქ. ოზურგეთში (ექადია) გენო ჩხაიძის (ყოფ. იმედაშვილის) ქუჩის მცხოვრებლები. ამჟამად პროექტი მზადაა და 1,3 კილომეტრი რთული რელიეფის გზის რეაბილიტაცია განხორციელდება (1,4 მილ. ლარი).
ქ. ოზურგეთში დასრულდება დოლიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია (1,8 მილ. ლარი); ასევე განხორციელდება გორკის ქუჩის (211მ, 211 370 ლარი.)რეაბილიტაცია.
ანასეულში იგეგმება სუბტროპიკების (1,8 კმ.). მეცნიერების (261 მ.) , უნივერსიტეტის (820 მ.) ქუჩების რეაბილიტაცია. (სამთავე პროექტზე 1,9 მილიონი ლარი დაიხარჯება).
ქ. ოზურგეთში, (იაკობ შემოქმედელის) ქუჩის ბოლოდან სოფელ მელექედურის ცენტრის დამაკავშირებელი 1,5 კმ. გზის რეაბილიტაციაზე 800 000 ლარი დაიხარჯება.
სასმელი წყლის სისტემები მოეწყობა სოფელ ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში (პირველი ბრიგადა), დაბა ნასაკირალში. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად 15 მილონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ამ ეტაპზე არსებული მზა პროექტების განსახორციელებლად მომავალ წელს 32,7 მილიონი ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულ პროექტზე საკრებულომ შესაბამისი განკარგულება მიიღო.
მსგავსი სტატიები
- 65დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2023-2024 წლებში განსახორციელებელი პროექტები წარმოადგინეს და 2022 წლის 23 დეკემბრის #68 განკარგულებაში ცვლილებები შეიტანეს. ამ მიზნით 33 195 968 ლარი დაიხარჯება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სივრცით ტერიტორიალური დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძემ წარმოადგინა. ეს პროექტებია: ქ. ოზურგეთში, ანასულის…
- 52დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 42ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 41წყალმომარაგების ახალი სისტემები, საცხოვრისი პირობების გაუმჯობესება, გზების კაპიტალური რეაბილიტაცია და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე 16 პროექტი წარადგინა, რომელთა განხორციელება იწყება, ხოლო ნაწილი უკვე დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება. _ „პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, „განახლებული რეგიონების პროგრამის“ ფარგლებში უკვე დავიწყეთ ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია…
- 40სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…