დღეს, ეროვნულ ჩემპიონატში რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „არწივებმა“მარნეულის „არმაზს“ უმასპინძლეს და მორგი გამარჯვება მოიპოვეს.
ეს არ იყო იოლო მატჩი. იგი დაძაბულად მიმდინარეობდა და „არმაზის“ მორაგბეებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს გათამაშების ლიდერს და არ მისცენ საშუალება დამატებით ბონუს ქულის მოსაპოვებლად.
შეხვედრის პირველსავე წუთზე შეძლეს ოზურგეთელებმა წარმატების მიღწევა, ლუკა უნგიაძემ ოსტატურად აუარა გვერდი მეტოქის მარჯვენა ფრთას და ლელო დადო. თუმცა რთული პოზიციიდან მარვინ ფრედერიქსის დარტყმა მიზანს აცდა. ამის შემდეგ მარვინმა 5 გარდასახვა წარმატებით შეასრულა.
მე-8 წუთზე ჯარიმა დაინიშნა სტუმრების სასარგებლოდ და „არმაზის“პირველმა პივოტიმ წარმატებით შეასრულა დარტყმა. უნდა აღინიშნოს რომ „არმაზის“ 10 ნომერს არც ერთი დარტყმა არ გაუცუდებია.
მასპინძლებმა 10 წუთის შემდეგ დადეს მომდევნო ლელო, ხოლო მესამე ლელო შერკინების შემდეგ გავიდა. 33-ზე წუთზე ოზურგეთელბმა ანგარიში 26:3 გაზარდეს.
„არმაზის“ მორაგბეებმა საინტერესო კონტრშეტევები განახორციელს და 35-ე და მე-40 წუთზე ორი ლელო გაუტანეს მასპინძლებს. პირველი ტაიმი 26:17 დამთავრდა.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა შერკინება ლელოდ აქციეს. მასპინძლების ბურჯები, ფორვარდები, მეორეხაზელები ბურთიანად შევიდნენ მეტოქის მოედანზე.გარდასახვის შემდეგ ანგარიში 33:17 გახდა.
მე-19 წუთზე კარგად ითამაშა ჯაბულანი მკულვანმა და ანგარიში 40:17 გაზარდა.
ამის შემდეგ ოზურგეთელებს დაღლა დაეტყოთ. რამდენიმე უხეში შედომა დაუშვეს და სტუმრებმა ორჯერ აიღეს მეტოქის მოედანი.
საბოლოოდ „არწივებმა“ 40:34 დაამარცხეს მეტოქე.
გარდა ზემოთდასახელებულებისა ოზურგეთელთაგან თითო ლელო დადეს: ილისონი გალალამ, ჯოლამე ლუვევოუმ, ზაურ ირემაძემ, ლუნდი რალარალამ.
როგორც კლუბ „არწივების“ მენეჯერმა გელა გობრონიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ გვითხრა, ოზურგეთელების რამდენიმე მორაგბე ტრავმირებულია, ამიტომ .დღევანდელი შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა, თუმცა მოგება მაინც შეძლეს და დაუმარცხებელ სერიას კვლავ უპირობოდ აგრძელებან.
12 მოგების შემდეგ „არწივებს“ (გატ/გაშ 546:367; +367) 57 ქულა აქვს. „არმიას“ 11 ტურის შემდეგ კი _48 ქულა.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: „არმია“-„ბაგრატი“ 38:0; ჭიათურა -გორი 17:20; „ვეფხვები“-ტაო 33:27.
მსგავსი სტატიები
- 78დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 67საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 66გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 66"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 66სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…