დღეს, სოფელ ოზურგეთში, კულტურის ცენტრის შენობაში დასრულდა თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.

აღნიშნულ შრომატევად სამუშაოს ერთობლივად აწარმოებდნენ ა (ა) იპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და სურსათის ეროვნული სააგენტო. ჩვენ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ სოფლის მეურნეობის განვიტარების სააგენტოს ჯგუფის უფროსს გურამ ბაჯელიძეს ვესაუბრეთ:

_ 2022 წლის ნოემბერში საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფერმერი, რომელიც ფლობს 0,2-დან 3 ჰამდე ფართობის თხილის პლანტაციას, 1 ჰაზე მიიღებს სუბსიდიას 500 ლარის ოდენობით.

მეთხილე ფერმერებს ფინანსური დახმარების მისაღებად 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოეხდინათ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. მოგვიანებით ვადა ჯერ 17 თებერვლამდე, შემდეგ 28 თებერვლამდე გააგრძელდა.

ჩვენ სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდით მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, შემდეგ კი კონკრეტულ ლოკაციაზე და რამდენიმე ათას  ფერმერს მოვემსახურეთ.ხალხის ნაკადი ყოველდღიურად დიდი იყო.

პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილ თხილის კადასტრში მოცემულიინფორმაცია, თუ რა ფართობის თხილის პლანტაციებს ფლობენ კერძო და იურიდიული პირები, ასევე ინფორმაცია თხილის ჯიშების შესახებ, რაც შემდგომში უწყებას შესაძლებლობას მისცემს, ჩაატაროს ანალიზი და დარგის მხარდაჭერისთვის გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები _ გვითხრა გურამ ბაჯელიძემ.

როგორც გავიგეთ, ფერმერები კვლავ შეძლებენ თხილის ფართობების რეგისტრაციას, რისთვისაც ისინი სოფლის მეურნეობის სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლობას მიაკითხავენ. ეს პროცესი 28 აპრილამდე გაგრძელდება.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები სუბსიდიას Liberty Bank-ის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მიიღებენ.

ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

მსგავსი სტატიები

  • 81
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 69
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 68
    „ დღესდღეობით, სამეგრელოში, თხილის ფასი იწყება 3 ლარიდან და მერყეობს 5 ლარამდე“გურიის რეგიონში (ლანჩხუთი, ჩოხატაური) მეთხილე ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოსდ ესტუმრა და ზუგდიდში, თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეონათში“ სამუშაო პროცესს გაეცნო. გთავაზობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: „ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმოში…
  • 68
    „ადექით და პირდაპირ უთხარით ხალხს,რომ აჩეხონ თხილი!“„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საქართველოში, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი სავარაუდოდ 6-7 ლარი იქნება. გიორგი თოდუას განცხადებით, წელს ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის აღებაა მოსალოდნელი და სექტორი ელის, რომ მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება. წყარო…

არ გამოტოვოთ