„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საქართველოში, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი სავარაუდოდ 6-7 ლარი იქნება.

გიორგი თოდუას განცხადებით, წელს ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის აღებაა მოსალოდნელი და სექტორი ელის, რომ მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება.

წყარო „ბიზნეს ფორმულა“.

როგორც ვაკვირდები გურიაში ამოქმედდა გეგმა N2: თხილის ბაღების აჩეხვა და განადგურება! რატომ? იმიტომ,რომ თხილის ბიზნესის მაფიოზებმა ლამის ნულამდე დასცეს თხილის ჩაბარების ფასი, იმ თხილის, რომელსაც შემდეგ თურქ მეთხილე-ბიზნესმენებზე სამმაგ ფასად ყიდიან! რა ქნას ამ დროს ჩვეულებრივმა გლეხმა კაცმა, რომელმაც ცალკე თხილის მკრეფავებს უნდა გადაუხადოს დღეში 50-60 ლარი, თან ეგენი ხომ 4-5-ზე ნაკლები ცალ-ცალკე არ დადიან? ერთ დღეში ეს მკრეფავები ერთ სათხილეს ვერ კრეფენ,ან რაში აწყობთ ერთ დღეში გამოკრეფვა-ახეკვა, გიჟები ხომ არ არიან ფული დაკარგონ მეორე,მესამე, მეოთხე დღეზე გათვლილი? არც არავინ ანგარიშობს რომ ამ თხილს მთელი წლის განმავლობაში შეწამვლაც უნდოდა, გამოკრეჭვაც და ამას წესით უფასოდ არავინ აკეთებს, ცალკე თანხაა კიდევ მოცელვა და მიიტანს ასე ნაწვალებ თხილს ჩამბარებელ პუნქტში გლეხი და 2,50 ლარიო რომ ეტყვიან თხილის პატრონს, ის როგორ იფიქრებს სამომავლოდ თხილის მოვლაზე? ჯანყი გურიაში სასტარტო ეტაპზეა და აჯანყება როგორი იციან გურულებმა თუ არ იცით,ისტორიის წიგნებში ჩაიხედეთ! ალბათ გაჩნდება კითხვა რატომ ,,სდუმან,, გურულებიო და რატომ არაფერს ამბობენო ხომ? მოგახსენებთ: გურიის მთავრობა აქტიურად ალამაზებს და ამშვენებს გურიის სამი ,,დედაქალაქის ,, ცენტრებს და იმ სოფლის გზებს სადაც აქტიურად გადაადგილდებიან თავად მთავრობა და მერია-საკრებულოს წევრები და მომავლის ,,გეგმაშია,, გაწერილი სხვა სოფლების გზების და შუკა-შარის მოწყობა-ასფალტირება. ეს ძალიან კარგი, მაგრამ როცა თხილის მოსავლის ფასთან დაკავშირებით მიდის გლეხი ,,მთავრობაში,, და დახმარებას ითხოვს, როცა პასუხობენ რომ ,, გაჩუმდეს თვარა გზას არ დუუგებენ სოფელში,, ,როცა ქალაქის ცენტრიდან სამ კილომეტრში სოფელში ყარს რევოლუციამდელი ეზოში აგებული ჩეჩმები და 21-ე საუკუნეში საკანალიზაციო ქსელი არც გაჰყავს ნაქებ მთავრობას და 290 ლარი რომ აქვს პენსიონერს იმას ეუბნება გააკეთე ,მაგრამ კაპიტალურადო,ის რაც 3000 ლარი ჯდება, აი ამ ყველაფრის გაკეთებისთვის ელოდება ის გლეხი მთელი წელი თხილის მოსავალს და თხილის მკრეფავი ქალებისთვის გადასახდელ თანხასაც რომ არ უხდიან ჩამბარებელ პუნქტში,რა შეწამვლა? რა გასხვლა? რა მოთიბვა? ადექით და პირდაპირ უთხარით ხალხს,რომ აჩეხონ თხილი! ასე ააჩეხინეთ თავის დროზე ჩაი გურულებს,ეხლა თხილის დრო მოვიდა ხომ? მე გეუბნებით ძალიან რბილ ფორმებში რასაც აპირებენ გურულები და ჯანყი მერე ნახეთ თქვენ ოზურგეთის მაზრაში! სასწრაფოდ დაარეგულირეთ ვისაც ეს გეხებათ თხილის ფასი და ნუ დასცინით ხალხს,მუხლები აქვთ დაგაღლეტილი თხილის მობოჭვით ქალსაც და კაცსაც!“_წერს ნინი ჭელიძე სოცაიალურ ქსელში.

ნინი ჭელიძის პოსტი აღებულია გვერდიდან მარად ოზურგეთი ! Ozurgeti Forever !

 

მსგავსი სტატიები

  • 87
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 84
    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გურულ ფერმერებთან შეხვედრა გამართაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიის რეგიონში იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, შეხვდნენ ფერმერებს და თხილის ბაღები დაათვალიერეს. _„სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და…
  • 81
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 80
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 79
    ფესტივალის მერვე დღე _„ცის კარი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მერვე დღეს მაყურებელმა ორი წარმოდგენა იხილა. მაყურებელმა გაიცნო ბრაგის თეატრალური კომპანია სპექტაკლით „ცის კარი“ (რეჟისორი- ელენე მაცხონაშვილი) და თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „სამანიშვილის დედი(ს) ნაცვალი“. საგულისხმოა, რომ ორივე სპექტაკლში ასახულია რეჟისორების განსხვავებული ხედვა და ინტერპრეტაციები. „ცის კარი“ ფესტივალის ფარგლებში ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის სანახავად ჩოხატაურის კულტურის…