ცაგერში ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამ წუთებში ამოიყვანეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. გარდაცვლილია გელა ლიპარტელიანი, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი.იგი სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში ასწავლიდა. საკუთარი სოფლიდან მოდიოდა ჩქუმში, სადაც დღეს გაკვეთილები ჰქონდა ჩასატარებელი.
სამძებრო სამუშოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.
წყარო : ნიუპრესი
მსგავსი სტატიები
- 61
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 59
საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები…
- 53
გავცელებული ინფორმაციით, კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა და რატომ გაწყდა კონტაქტი, ან რამდენად ახლოს იყო „ტიტანიკთან“. ცნობილია, რომ ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა. ექსპედიციის ოპერატორი კომპანია არის OceanGate-ი, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო ეკიპაჟი…
- 53
კელი დეგნანის საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობის ვადა ამოიწურა. ელჩი ქართველებს ემოციური წერილით ემშვიდობება და წერილის ბოლოში ილია ჭავჭავაძის „აჩრდილიდან“ რამდენიმე სტროფსაც იშველიებს. ელჩის წერილს უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ -ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.…
- 52
ისრაელის ხელისუფლებამ არაბული წარმოშობის რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, მიზეზი სოციალურ ქსელებში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქტივობა გახდა. დაკავებულებს შორის არის ცნობილი მომღერალი დალალ აბუ ამნა, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული "დესტრუქციულ ქცევაში" დაადანაშაულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მისმა პოსტებმა შესაძლოა მომღერლის გულშემატკივრებში…