კელი დეგ­ნა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩად მუ­შა­ო­ბის ვადა ამო­ი­წუ­რა. ელჩი ქარ­თვე­ლებს ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლით ემ­შვი­დო­ბე­ბა და წე­რი­ლის ბო­ლო­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „აჩ­რდი­ლი­დან“ რამ­დე­ნი­მე სტროფ­საც იშ­ვე­ლი­ებს. ელ­ჩის წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ჩემს ქარ­თველ მე­გობ­რებ­სა და პარტნი­ო­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში

სამ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი, რომ აქ აშშ -ის ელ­ჩის რან­გში ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­ქარ­თვე­ლო არის ხან­გრძლი­ვი და მდი­და­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე იწ­რთო­ბო­და.

ეს არის ტრა­დი­ცი­ებ­ზე მდგო­მი უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა, სულ­ში­ჩამ­წვდო­მი პო­ლი­ფო­ნი­ით, ან­ბა­ნის ნა­ტი­ფი მო­ნას­მე­ბი­თა და ჭავ­ჭა­ვა­ძის, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და რუს­თა­ვე­ლის პრო­ზი­თა და პო­ე­ზი­ით გან­თქმუ­ლი. ეს არის ძლე­ვა­მო­სი­ლი მდი­ნა­რე­ე­ბის, თვა­ლუწ­ვდე­ნე­ლი ზურ­მუხ­ტის­ფე­რი ვე­ლე­ბის, ჭა­ლე­ბის, ტყე­ე­ბი­სა და და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი მთის მწვერ­ვა­ლე­ბის ქვე­ყა­ნა. აქ ყოფ­ნი­სას ვის­წავ­ლე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი, ამე­რი­კე­ლე­ბის მსგავ­სად, თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, დაც­ვი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის ჩაგ­ვრას ებ­რძოდ­ნენ.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რწმე­ნა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თულ იდენ­ტო­ბას გან­სა­ზღვრავს. ეს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს: და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ჟინი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სული, თა­ნაგ­რძნო­ბა და მა­მა­ცუ­რი გამ­ძლე­ო­ბა. შთა­გო­ნე­ბუ­ლი ვარ შე­უ­პოვ­რო­ბით იმ მრა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი­სა, რომ­ლის გაც­ნო­ბის პა­ტი­ვიც მხვდა წი­ლად. ამ შე­უ­პოვ­რო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შთამ­ბეჭ­და­ვი პროგ­რე­სი და გარ­და­სახ­ვა ბოლო ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ეფუძ­ნე­ბა დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თა­ნას­წო­რო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, დე­მოკ­რა­ტია. ეს იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბია, რომ­ლის დაც­ვა­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ეს­წრაფ­ვის.

ამი­ტომ დგას ამე­რი­კა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით, რომ ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზით მი­აღ­წი­ოთ თქვენს მი­ზანს უფრო მეტი სტა­ბი­ლუ­რო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. „ძალა ერ­თო­ბა­შია“  _ მარ­თლაც ზედ­გა­მოჭ­რი­ლი დე­ვი­ზია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის­თვის! რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ჩემს ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდ­ზე ვფიქ­რობ, ჩემი მო­გო­ნე­ბე­ბი აწყობს იმ შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ე­ბის მო­ზა­ი­კას, რომ­ლებ­მაც გა­მი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბი­სა და პროგ­რე­სის პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბი: იქ­ნე­ბო­და ეს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი თე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის იდე­ებს წა­რად­გენ­და, მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც COVID-თან ბრძო­ლის სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვა­ზე გვიყ­ვე­ბო­და, მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ად­ვო­კა­ტი­რე­ბას უწევ­და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის სა­ჭი­რო სერ­ვი­სებს, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებს კრი­ტი­კულ მიდ­გო­მას ას­წავ­ლი­და ისე­თი სა­კი­თხე­ბი­სად­მი, რო­გო­რი­ცაა დე­ზინ­ფორ­მა­ცია და პო­ლა­რი­ზა­ცია. ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რია კი­დევ. რყე­ვე­ბის­გან და­სა­ცა­ვად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გამ­ტკი­ცე­ბით, იმე­დი­სა და ოპ­ტი­მიზ­მის სხი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ბე­დის­წე­რის­კენ ურ­ყე­ვი სვლით _ აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ იმ ყვე­ლაფ­რით რაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ა­კე­თეთ და რა­საც მო­მა­ვალ­ში გა­ა­კე­თებთ თქვე­ნი ქვეყ­ნის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლის გამო და თქვე­ნი შე­უ­პოვ­რო­ბის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წი­ოს ნა­თელ, დე­მოკ­რა­ტი­ულ მო­მა­ვალს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს გსურთ და ასე უხ­ვად იმ­სა­ხუ­რებთ.

ვემ­შვი­დო­ბე­ბი რა იმ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევრ ქარ­თველს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სახ­ლის კარი და გული გა­მი­ღო, ჩემი გული სავ­სეა მად­ლი­ე­რე­ბი­თა და უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მივ­დი­ვარ, თან მი­მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა ჩემი ძვირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბის­გან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ეს იყო დიდი პა­ტი­ვი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის და­ვა­ფა­სებ, მემ­სა­ხუ­რა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩად ამ ლა­მაზ ქვე­ყა­ნა­ში.

რო­გორც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობს „აჩ­რდილ­ში“:

„გარ­დმო­მევ­ლი­ნა ყოვ­ლად შემ­ძლე­ბი ქვეყ­ნი­სა ამის სი­კე­თის რწმე­ნა,

აღ­მიფრ­თო­ვა­ნა მან ოც­ნე­ბე­ბი და გან­მიწ­მინ­და ხედ­ვა და სმე­ნა.“

უსა­ზღვრო მად­ლი­ე­რე­ბით, კელი დეგ­ნა­ნი

აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში”, – ნათ­ქვა­მია კელი დეგ­ნა­ნის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ წე­რილ­ში.

წყარო „ambebi.ge“

მსგავსი სტატიები

  • 67
    „აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა... მათ, ვინც სამუშაოდ არიან ჩამოსულები, ურჩევნიათ, გაემგზავრონ" - რას აცხადებს ისრაელში საქართველოს ელჩისა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან ბოლო 15 დღის მან­ძილ­ზე 15 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, ლაშა ჟვა­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პირ რე­ი­სებს ის­რა­ე­ლის სამი კომ­პა­ნია ას­რუ­ლებს. „დღე­ი­დან „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ აღარ ახორ­ცი­ე­ლებს პირ­და­პირ რე­ი­სებს, თუმ­ცა და­ა­მა­ტა რე­ი­სე­ბი ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყო­ველ­დღი­უ­რად არის ლარ­ნა­კი­დან თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ი­სე­ბი…
  • 66
    ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 9 ადამიანიინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე 9 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ორე­ვას­თან" - ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ბრენ­დულ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მორ­ბის 230-მეტ­რი­ა­ნი ხი­დის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შტა­ტის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის აშოკ კუ­მარ ია­და­ვის თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა კომ­პა­ნი­ის ორი მე­ნე­ჯე­რი…
  • 66
    პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: 00:04 / 07-01-2022 სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: "აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა…
  • 65
    ბორჯღალოსნები "რაგბი ევროპის" ფინალში არიან - ქართველმა მორაგბეებმა რუმინელი მეტოქეები დაამარცხეს2023 წლის რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ მატჩში ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი რუ­მი­ნე­ლებს თბი­ლის­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ. შეხ­ვედრ ავ­ჭა­ლის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თა და ქარ­თვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით - დას­რულ­და. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ჩვენ­მა გუნ­დმა 17-0 მო­ი­გო. მე­ო­რე ტა­იმ­ში მე­ტო­ქე­ებ­მა ლე­ლოს და­დე­ბა მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა თა­მა­ში ქარ­თველ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ ან­გა­რი­შით - 31-7 დას­რულ­და. ფი­ნა­ლი 19 მარტს ბა­და­ხოს­ში (ეს­პა­ნე­თი)…
  • 64
    „ამ ბავშვებმა მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვეს... ჩვენთან ერთად მოდიან საქართველოში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ისრაელში მყოფი ანსამბლი „გორდელა“ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თი მო­ქა­ლაქ იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის მუ­სი­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლე­ბი. ის­რა­ელ­ში არი­ან ან­სამ­ბლ „გორ­დე­ლას“  წევ­რე­ბი. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას გვი­ზი­ა­რებ­დნენ ის­რა­ელ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად კი „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზ წე­რენ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბი­ან. მათ­თან ერ­თად კი არი­ან ხა­შუ­რის მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ის­რა­ელ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­ჯვეს. „არ მინ­და ვინ­მეს ეგო­ნოს, ომის სიმ­ძი­მეს…