საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა“, გიორგი ჩალაძემ პოლონეთში განაცხადეს.

„სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვცდილობ, რომ როგორღაც გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე“, _ განაცხადა გიული ალასანიამ.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება. ყველა ეს ქმედება უმაღლეს დონეზე ხორციელდება. სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი თავისუფლება მიღწეული არ იქნება. ყველაზე რთული რაც არის, ეს არის დრო, ჩვენი გამოწვევა არის დრო, უნდა მოვასწროთ, ვიდრე პრეზიდენტი ცოცხალია. შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვევს ყველა იმ პროცესის დაკარგვას, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენ იმ ჭრილსა და მორევში ჩაგვითრევს რუსეთი, რასაც დიდი ხანია გვიპირებს“, _ განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 61
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 53
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 50
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 50
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 47
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…

არ გამოტოვოთ