23-24 მაისს ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა მოსწავლეთა შორის ღია მუნიციპალური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში(15 წუთი, + 10 წამი თითოეულ სვლაზე), რომელშიც 16 წლამდე ასაკის საკმაოდ გამოცდილი მოჭადრაკეები იყვნენ ჩართული.
მართალია, მონაწილეთა შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ შესამჩნევი იყო, მაგრამ ამას პარტიების ხარისხზე და ტურნირის საინტერესოდ წარმართვაზე ხელი არ შეუშლია. პირიქით, იყო პარტიები, რომელშიც ტიტულოვანმა მოჭადრაკეებმა შედარებით პატარებთან ქულები დაკარგეს. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილისათვის ბრძოლაში თავიდანვე დაწინაურდნენ ცხემლისხიდელი აკაკი სალუქვაძე და ლიხაურელი გიორგი სალუქვაძე, რომლებიც ფინიშთან 6-6 ქულით მივიდნენ, თუმცა ურთიერთშეხვედრაში უკეთესი მაჩვენებლით, ჩემპიონობა გიორგის ერგო. საქართველოს R1600 რეიტინგული პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი აკაკი, რომელიც ზედმეტი თვითდაჯერებულობის თამაშობდა , ამჯერად მეორე ადგილზე გავიდა.
მისასალმებელია, რომ მესამე საპრიზო ადგილის პრეტედენტები, შეჯიბრების ყველაზე უმცროსი მონაწილეები, გაბრიელ სალუქვაძე და ანდრია ადეიშვილი გახდნენ. მათ თანაბარი ქულებით დაამთავრეს ტურნირი, ასეთ შემთვევაში უპირატესობას ურთიერთშეხვედრის შედეგი განსაზღვრავს, რაც გაბრიელს უკეთესი ჰქონდა და პრიზიორიც იგი გახდა. მოსაწონი იყო ბაქარ მახარაძის თამაში, თუმცა ეტყობოდა ნაკლები სათამაშო პრაქტიკის გამო, ჩვეულ ფორმაში ვერ იყო.
წარმატებული მოჭადრაკეების საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვება შედგება 1ივნისს -ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ამავე დღეს დაჯილდოვდება 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის ჩემპიონატის პრიზიორები, რომელთა ვინაობა გამოვლინდება 29-31 მაისს ჩატარებულ ამავე ასაკის მოსწავლეთა ჩემპიონატში.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები
- 90
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 87
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი… - 86ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 85ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 85
საჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 9 და 11 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის,რომელშიც 20-მდე მონაწილე იყო ჩართული. მონაწილეთა შორის იყო ისინიც, რომლებიც პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას ოფიციალურ შეჯიბრებაში. თავიდანვე უნდა ითქვას,რომ ახალბედებმა უკვე საკმაოდ გამოცდილ მექოქეებთან კარგად იასპარეზეს, რაც შედეგებშიც და თამაშის ხარისხშიც გამოიხატა.ამ მხრივ აღნიშვნას იმსახურებს სამწვრთნელო საქმიანობაში…