2-14 მაისს წალკაში ჩატარდა ქვემო ქართლის ღია პირველობა ბ/რ ჭიდაობაში 10-12წლის და13-15 წლის მოჭიდავეთა შორის, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების და ქალაქების ნაკრებ გუნდებთან ერთად სომხეთის სხვადასხვა ქალაქების 8 ძლიერი გუნდი იღებდა მონაწილეობას.სულ 300-ზე მეტი სპორტსმენი.
ამ ტურნირზე ლანჩხუთის სპორტული ცენტრის მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
უფროს ასაკში ჩემპიონი გახდა 48 კგ.წონით კატეგორიაში ამიკო ცეცხლაძე, რომელმაც ოთხი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ არცერთი ქულა არ დაუკარგავს. ყველა შეხვედრა პირველივე პერიოდში, დროზე ადრე დაასრულა. პირველი შეხვედრა მოიგო სომეხ მოჭიდავესთან, ხოლო დანარჩენი სამი შეხვედრა ქართველ მოჭიდავეებთან. მათ შორის ორი საქართველოს ამ ასაკის ნაკრების წევრია. ამიკოს სახით ლანჩხუთს და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე ეზრდება, რომელიც ბევრჯერ გაგვახარებს თავისი გამარჯვებებით.
ბრინჯაოს მედლები აიღეს უმცროსი ასაკის მოჭიდავეებმა- ლუკა შაინიძემ და გიგა შავაძემ 62 კგ. წონით კატეგორიაში. კიდევ ორ მოჭიდავეს, ძმებს, ბექა და დავით ვანაძეებს შეეძლოთ ბრინჯაოს მედლის აღება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, თავიანთ წონაში ოცდაათ მონაწილეს შორის მეხუთე ადგილზე გავიდნენ.2 შეხვედრა მოიგო 32კილოგრამში ამიკო ჯორბენაძემაც ,მათ შორის ერთი სომხეთის გუნდის ლიდერს ამ წონაში1/8 ფინალში, რომელსაც მთელი ენერგია მიახარჯა და შემდეგ შეხვედრაში1/4 ნახევარფინალში მინიმალური სხვაობით დათმო შეხვედრა სომეხ მოჭიდავესთან,რომელთანაც აშკარად დაღლილი გამოიყურებოდა წინა შეხვედრიდან გამომდინარე. ჩვენდა სამწუხაროდ ფინალში გადასვლელ შეხვედრას ბოლო წამებამდე იგებდა სომეხი მოჭიდავე, რითაც ამიკოს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ეძლევოდა,მაგრამ ბოლო წამზე 2ქულა დაკარგა და ფინალს მიღმა დარჩა.
ჩვენი გუნდის სხვა წევრები პირველად იყვნენ ასეთი რანგის შეჯიბრზე, მოგებისთვის მცდელობა არ დაუკლიათ მაგრამ ვერ მოახერხეს.მართალია დამარცხდნენ,მაგრამ საკმაო გამოცდილება მიიღეს და იმედია მომავალში უფრო უკეთესად იასპარეზებენ.გუნდი შეჯიბრებისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა: დავით მჟავიამ და ვასილ ეზიეშვილმა
მსგავსი სტატიები
- 87დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 86საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 821964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 80საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
- 79სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…