მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა 5 მაისს, თვითნასწავლი მხატვრის, ხათუნა ბებურიშვილის რიგით მეორე, პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
ხელოვნება თავად ქმნის გემოვნებას, თუ გემოვნება აყალიბებს ხელოვნებას თავად, ამ კითხვაზე პასუხი გამოფენილ ექსპონატებში იკითხება. 100-ზე მეტი ნამუშევარი, ფერწერა, დეკორატიული ხელოვნება, ვიტრაჟული ხატვის ნიმუშები.
ფერთა სინაზე და სინატიფე დარბაზის სიღრმისკენ იზიდავს სტუმრებს. თუმცა, დასაწყისში გამოფენილი ტილო „მამას“, ვფიქრობ, განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს გარემოს. ცხოვრებისგან გადატეხილი ხე, სივრცეში გაზიდული ტოტით, მაინც მყარად მდგარი ნახევარტანით, არ დაკარგვაა ფესვთა და ცხოვრების თანმდევი სულიერის სიმბოლური გამოხატვაა.
ნელ-ნელა მიჰყვები ფერებს, მკრთალი კონტურებით შემოხაზულ, თითქოს სივრცესთან შერწყმულ, ცხოვრების სიჩუმეში გარინდებულ ფიგურებს და…შემდეგ, ყვავილთა ღიმილში გადმოდის დედის სახება. ოღონდ უფრო თამამი. ესენი არარიან მხოლოდ ავტორისეულ კუთვნილებადჩასათვალი, ეს იმდენი თვალის დასანახია და წასაკითხი, რამდენიც ამ ნამუშევრებს შეხედავს და წაიკითხავს, ან საკუთარი წარმოსახვით შეიგრძნობს მაინც.
გამოფენა ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ გახსნა. ისაუბრა წარმოდგენილ ექსპონატებზე, იმ პერიოდებზე, რომელიც გამოფენის ავტორმა, ხელოვნების ამ სავანესთან, თავის მეგობრებთან ერთად გამოიარა. „აქ წარმოდგენილია გემოვნებიანი მხატვრობა.“
გამოფენას ესწრებოდნენ და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ; გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩიამ; ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ; მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა;მწერალმა გიორგი დანელიამ. აღინიშნა, რომ ფერწერა არ ისწავლება. ეს ან აქვს, ან არ აქვს ადამიანს.
„ჩემი სული და გული აქ ჩავდე, ყველაფერი აქაა წარმოდგენილი, სხვა სათქმელი არ მაქვს“ მადლიერება გამოუხატა თანადგომისთვის, ავტორმა ცენტრის მესვეურთ, დარბაზში მისულ სტუმრებს მეგობრებს, განსაკუთრებული სითბოთი მიმართა მეუღლეს, ირაკლი კვირკველიას, აღნიშნა, რომ მეუღლის თანადგომის გარეშე, ვერ შესძლებდა ხელოვნებას ასე მიჰყოლოდა. არ შეიძლება არ დაეთანხმო, ხელოვნების ამ რთულ, მაგრამ საინტერესო და ლამაზ გზაზე შემდგარ ხელოვან ქალს. ქალს, რომელიც ისეთივე დიდი სიყვარულით ეკუთვნის საკუთარ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, როგორც მისსავე ხელოვნებას. ძნელია, ერთის დათმობით მეორეს მოეფერო, როცაორთავე დიდ წილს და ენერგიასითხოვს და ორთავე ესოდენ ავსებს და აძლიერებს ადამიანს… და ეს სათნო ქალბატონიც, ამ ყველაფრისთვის საუკეთესო მაგალითად, რად არ შეიძლება ჩაითვალოს. პროფესიით ქიმიკოსმა, შესძლო ასეთი ლამაზი დღე ეჩუქებინა საზოგადოებისთვის.
წარმატებები ქალბატონო ხათუნა.
გამოფენა გაყიდვა, მაისის ბოლომდე გასტანს.
ნინო ნიკოლაიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 83დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 81ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი თავს არ ანებივრებს რეკლამით, თუმცა საუბარში მაინც წამოვიყვანეთ და დავითანხმეთ ინტერვიუზე. აჭარა-გურიის მთები მხედრები ზემოდან დაჰყურებს ეზოს, მწვერვალთა თავზე თოვლი ირეკლება ოქროსფრად. ღრმა ხევში ხმაურობს მდინარე ბახვის წყალი. შუა ეზოს უხდება კოპწია სახლი. ოქროსფრად გადაფენილა ეზოს ბალახი, მხოლოდ სამყურა კეკლუცობს მწვანედ. შემოდგომას ვერ შეუშინებია მინდვრის ყვავილები, თავაღერილები…
- 791964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 77საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
- 76ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…