მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრსა და საქართველოს კულტურის ფონდს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თბილისში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში,, მუზა” 13 მაისს გაიხსნა გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
მონაწილეობას ღებულობდა რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის _ ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი – 56 მხატვარი.
გურულ მხატვრებს მიესალმნენ: საქართველოს კულტურის ფონდის თავჯდომარე თამაზ შილაკაძე; საქართველოს მხატვართა კავშირის თავჯდომარე გურამ ცერცვაძე; სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარე პოეტი დავით შემოქმედელი; მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე; გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩია.
გურიის მხატვართა კავშირი მადლობას უხდის  კულტურის საერთაშორისო ცენტრს ,, მუზა” და კულტურის ფონდს მასპინძლობისთვის.

მსგავსი სტატიები

  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 54
    ოზურგეთში გურიის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნამერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრისა და გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გაიხსნა გურიის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა, რომელიც მიეძღვნა აწ გარდაცვლილი მხატვრის ბიძინა ჭეფხოძის ხსოვნას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორმოცამდე ავტორის ასზე მეტი ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, რეწვა). საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ საქართველოს კულტურის ფონდის თავჯდომარე, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, საქართველოს…
  • 50
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 49
    გურიის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა „ოპიზარში“8 ივნისს,  ქ. თბილისში, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ „ოპიზარში“გაიხსნა გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ნამუშევრების საანგარიშო გამოფენა, რომელშიც  მონაწილეობდნენ ოზურგეთის,  ლანჩხუთის , ჩოხატაურის მხატვრები, _  სულ 56 მხატვარი. წარმოდგენილი იყო მათი  112 ნამუშევარი.  _ ეს იყო რეგიონალური გასვლითი გამოფენა,რომელიც ჯერ 13 მაისს გაიმართა საქართველოს კულტურის ფონდის მიწვევით მერაბ  ბერძენიშვილის სახელობის…
  • 45
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…

არ გამოტოვოთ