26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა ოზურგეთში მოქმედი სამკერვალო ფაბრიკა „დენიმი“.
ჩვენი დაინტერესება სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რადგან რედაქციას დაუკავშირდნეn და გვითხრეს, რომ ქვეყნის უდიდეს დღესასწაული ამ საწარმოში ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო.
_ადრე 300 ადამიანი მუშაობდა სამკერვალო საწარმოში, პანდემიის შემდეგ მომუშავეთა რიცხვი შემცირდა და ახლა 170 ადამიანია დასაქმებული _გვითხრა „დენიმის“ მენეჯერმა ნინო კილაძემ.
_ რატომ არ ისვენებს საწარმოს მუშა-მოსამსახურეები ქვეყნის უდიდესი დღესასწულის დღეს. ეს კითხვა დირექტორის თანაშემწეს ლია ჯაბნიძეს დავუსვით:
_ ჩვენ არ ვარღვევთ შრომის კოდექსს. მუშა-მოსამსახურეები სამსახურში შეთანხმებით იმყოფებიან, თვის ბოლოა და დატვირთვა გვაქვს. რა თქმა უნდა, მათთან შეთანხმებით დღესასწაულებზეც ვისვენებთ. 21 აპრილს, ბაირამობას ვისვენებდით. დღესასწაულებზე, შაბათ დღეს მუშაობისას ანაზღაურებას ორმაგს მიიღებენ _გვითხრა მან.
საწარმო დაგვათვალიერებინეს. ვესაუბრეთ საწარმოს ზედამხედველს დავით ქორიძეს, თავად დირექტორს ბირკან აქსეს.
„დემინში“ ქალის ჯინსის შარვლებს კერავენ. თუმცა საბოლოო სახეს ეს ჯინსები თურქეთში, მალათიაში, მათ სათაო სამკერვალო საწარმოში იღებს და შემდეგ გააქვთ უცხოეთის ბაზარზე.
გავიგეთ, რომ ამ დღეს დასაქმებულებს ორმაგი დღიური ხელფასი_ 36 ლარი დაერიცხებათ, მათ გადაადგილებას საწარმო უზრუნველყოფს და ისინი გადაჰყავთ ოზურგეთის არაერთ სოფელში.შუადღისას კი უფასო კვება აქვთ.
აქ დასაქმებულებსაც გავესაუბრეთ:
ნონა კობერიძე: _ჩვეულებრივი ამბავია, სახელმწიფო დღესასწაულის დღეს ვმუშაობთ. ორმაგი ანაზღაურებას მივიღებთ.ვიცი დიდი ზეიმია დღეს ქალაქის ცენტრში. საღამოს კონცერს დავესწრები _გვითხრა მან.
ორმაგ ანაზღაურებს გაუსვა ხაზი საუბრისას აქ მომუშავე ნათელა შავაძემ და დალი ზოიძემაც...
_კარგი ანაზღაურება აქვთ. ვისაც სტაჟი აქვს 600-700 ლარი გამოსდით თვეში, დამწყებებს ნაკლები…გვითხრეს მათ.
საწარმო 8-საათიან რეჟიმში მუშაობს. მაგრამ ამას თუ დავუმატებთ ასკანიდან, ვაკიჯვრიდან, კონჭკათიდან, სილაურიდან და სხვა სოფლებიდან იქეთ-აქეთ მგზავრობის დროს, ბევრგან დაზიანებულ გზებს, აქ მომუშავე ქალბატონებს (არა მარტო აქ) ნაკლები დრო რჩებათ ოჯახისათვის…
ყველა აქ დასაქმებულს ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
მსგავსი სტატიები
- 63"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 63საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 61დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 61ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 60ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…