როგორც ვწერდით, დღეს დილით, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუცის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. (იხ. ბმულიhttp://alion.ge/2023/06/მშენებლებისგან-მოტყუებუ/). ისინი ხიდების და გზების მშენებლობის ჩინური კომპანიის მიერ გზის უხარისხოდ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აღნიშნულს მშენებლები საგზაო დეპარტამენტის მიერ მიღებული პროექტით ხსნიან, რომელსაც ევროსტანდარტულს უწოდებენ (?).

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა, მშენებლებს, მდგომარეობის გარკვევამდე გზის მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს, მათთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მდინარაძე მივიდა.

_საქმის კურსში ვარ. ვიცი მუნიციპალიტეტს თქვენი კოლექტიური განცხადების საფუძველზე საგზაო დეპარტამენტში წერილი ერთი თვის წინ გაგეგზავნა.. ვხედავ არსებულ მდგომარეობას და ყველა ინსტანციას, როგორც დეპუტატი ხმას მივაწვდნენ _უთხრა მან მოსახლეობას.

მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას მოსახლეობის წარმოამგენლებს დღეს დილით უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მათ სიტყვა ვერ შეასრულეს და შეხვედრა დღის სამი საათისათვის გადაიდო.

ექადიელები 3 საათისთვის ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან..

 

მსგავსი სტატიები

  • 52
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 42
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 40
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
  • 39
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 39
    ჩინური კომპანია მოსახლეობას კვლავ ატყუებსქ. ოზურგეთის, თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენლებს დღეს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიამ ქ. ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობა კვლავ მოატყუა. სამკვირიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, მათ მუშაობა გააგრძელეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გზების დეპარტამენტში გადაგზავნილ წერილს, სადაც მოსახლეობის მოთხოვნები იყო აღწერილი, შედეგი არ მოჰყოლია. დღეს, დილით…

არ გამოტოვოთ