2022 წლის სექტემბრიდან ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების ფარგლებში სტუდენტური დახმარების პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, კომპანია სოფელ მთისპირსა და სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლას ენერგეტიკის ან კიდევ, გარემოსდაცვის სპეციალობებზე გადაწყვეტენ, სწავლის საფასურის 80% დაუფინანსებს. ამ პროექტის პირველი ბენეფიციარი სოფელ მთისპირის მკვიდრი, ჯაბა ბოლქვაძეა. მან მთისპირის საჯარო სკოლა 2022 წელს დაამთავრა და სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ელექტრო ინჟინერის სპეციალობით გააგრძელა.
ჯაბა ბოლქვაძემ მომავალი პროფესია ბახვი ჰესის ტრენინგების დახმარებით აირჩია, რომელიც მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლებში ტარდება და მიზნად ახალგაზრდებში განახლებადი ენერგიებისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. სტუდენტმა უნივერსიტეტის პირველი კურსი წარმატებით დახურა ახლა კი შემდეგი ეტაპისთვის გაზრდილი მოტივაციით ემზადება.
– ჯაბა, პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად ჩვენთან საუბრის დრო გამონახე. საუბარი შენი არჩევანით დავიწყოთ, მომავალი ენერგეტიკოსი ხარ, როგორ მოგწონს ეს პროფესია?
– ეს პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, ეს მიმართულება ცხოვრებაში ძალიან გამომადგება და განვითარების პერსპექტივაც დიდი მაქვს. მით უმეტეს, დღევანდელ რეალობაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა ასე ძალიან სჭირდება.
– როგორ ფიქრობ,ამ დარგში შენი პროფესიული განვითარება რამდენად გამოადგება უშუალოდ შენს სოფელს?
– პირველ რიგში, ჩემი სოფლის რესურსს პროფესიული განვითარებისთვის გამოვიყენებ. მინდა, რომ სოფელი ეკონომიკურად გაძლიერდეს, მაცხოვრებლებს ჰქონდეთ დასაქმების საშუალება და გაიზარდოს ადგილობრივი შემოსავლებიც. აუცილებლად დავუბრუნდები მთისპირს და ჩემს სწავლაში ჩადებულ ინვესტიციას სწორად გამოვიყენებ.
– გაამართლათუარამოლოდინი შენმა არჩევანმა?
-ამ პროფესიასთან დაკავშირებით ჩემმა მოლოდინებმა სრულებით გაამართლა. ბახვი ჰესის ტრენინგებმაკარგი შედეგი გამოიღო ჩემი ცნობიერების ასამაღლებლად. კომპანიის დამსახურებაა, რომ ეს პროფესია ავირჩიე და სამომავლოდაც ამ მიმართულებით განვვითარდები.
– როგორ მიდის სწავლის პროცესი, აწყდები სირთულეებს?
– რა თქმა უნდა, ბევრ სირთულეს ვაწყდები, თუმცა ვცდილობ, მაქსიმალურად გავერკვიო თითოეულ საკითხში, ბოლომდე შევისწავლო ის. ყოველდღიურად ვმუშაობ ცოდნის ამაღლებისთვის. ლექტორებიც მეხმარებიან და სწავლის პროცესიც ძალიან კარგად მიდის.
– თქვენ ბახვი ჰესის სტიპენდიანტი ხართ და სწავლის საფასურის 80% კომპანიის მიერ გიფინანსდებათ, არის თუ არა თქვენთვის ეს ფაქტი უფრო მეტად მამოტივირებელი?
– ამ სტიპენდიამ დიდი სტიმული მომცა. პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი კომპანიას მხარდაჭერისთვის. მინდა, კარგი სწავლით გავამართლო კომპანიის იმედები.
ნამდვილად არ მქონდა ფინანსური საშუალება, რომ სწავლა თბილისში გამეგრძელებინა, თუმცა შესანიშნავი ინფორმაცია მივიღე კომპანიისგან. ამ ყველაფერმა შემაძლებინა ჩამებარებინა უნივერსიტეტში. დღეს თავს წარმატებულ სტუდენტად ვგრძნობ.
– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა კომპანიებსაც ჰქონდეთ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და განხორციელების მზაობა?
– ვფიქრობ, ეს მაგალითი სხვა კომპანიებმაც უნდა აიღონ. საგანმანათლებლო პროექტები აძლიერებს რეგიონს. ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას. ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური კადრები. ახალგაზრდებისთვის მოტივაცია დიდი მხარდაჭერაა, რომ წარმატებას მიაღწიონ და შეძლონ რეგინოში ფეხის მყარად მოკიდება
მსგავსი სტატიები
- 81ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 76დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 70ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 691964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე, ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
- 69ბახვი ჰესის გაცხადებული გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში არსებული სტუდენტების დახმარების პროგრამა 2022 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამის მიხედვით, კომპანიასოფელ მთისპირსა და სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლას ენერგეტიკის ან კიდევ, გარემოსდაცვის სპეციალობებზე გადაწყვეტენ, სწავლის საფასურის80% გადაუხდის. ამ პროექტის პირველი ბენეფიციარი სოფელი მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძეა. მან მთისპირის საჯარო სკოლა 2022…