გავცელებული ინფორმაციით, კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროსთან, „ტიტანიკის“ ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა მოხდა და რატომ გაწყდა კონტაქტი, ან რამდენად ახლოს იყო „ტიტანიკთან“. ცნობილია, რომ ნავთან კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.
ექსპედიციის ოპერატორი კომპანია არის OceanGate-ი, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო ეკიპაჟი ტურისტების პოვნასა და მათ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე მუშაობს
ვინ იმყოფებოდა წყალქვეშა ნავის ბორტზე?
წყალქვეშა ნავის, სახელად „ტიტანის“ ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. დადასტურებულად, ჯერჯერობით, სამის ვინაობა არის ცნობილი. ესენი არიან ბრიტანელი მილიარდერი, ბიზნესმენი და მკვლევარი, 59 წლის ჰამიშ ჰარდინგი, ასევე პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დაუდი ვაჟთან, სელეიმან დაუდთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ჰამიშ ჰარდინგმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში ისაუბრა მომავალ ექსპედიციაზე, რომელში ჩართვასაც გეგმავდა. მაშინ ის ამბობდა, რომ ექსპედიციის შემადგენლობაში „რამდენიმე ლეგენდარული მკვლევარი იქნებოდა, რომელთაგან ზოგიერთმა 1980-იანი წლების შემდეგ 30-ზე მეტჯერ ჩაყვინთა ატლანტის ოკეანეში, რათა „ტიტანიკის“ ჩაძირვის საიდუმლო ამოეხსნა“.
ჰარდინგი საერთაშორისო კომპანია Action Aviation-ის თავმჯდომარეა. ეს კომპანია დაკავებულია საავიაციო ინდუსტრიაში გაყიდვებით და ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს დუბაიში, არაბეთსა და გაერთიანებულ სამეფოში.
რაც შეეხება შაჰზადა დავუდსა და მის ვაჟს, სულეიმანს – შაჰზადა დავუდი კალიფორნიის SETI-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი და Dawood Hercules Corporation-ის ვიცე-თავმჯდომარეა. მამა-შვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონტაქტი დაკარგეს და მათ შესახებ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ.
შაჰსადა დაუდი
ასევე ფიქრობენ, რომ ბორტზე იმყოფება ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლეც.
რა ვიცით ექსპედიციასა და მის მიზანზე?
OceanGate-ის ექსპედიციის წევრობა ერთი ადამიანისთვის 250,000 დოლარი ღირს. ექსპედიცია რვადღიანია და მიზანია ჩაძირული გემის, „ტიტანიკის“ ნამსხვრევების ნახვა, რომელიც ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრის სიღრმეზეა.
OceanGate-ის თანახმად, ყველა ექსპედიცია სამეცნიერო მიზნებით იმართება. კომპანიის ორგანიზებით პირველად მსგავსი ექსპედიცია 2021 წელს შედგა.
რა ვიცით “ტიტანის” შესახებ?
„ტიტანი“ არის წყალქვეშა ნავი, რომელიც 5 ადამიანს იტევს. ის შექმნილია 4000 მეტრის სიღრმეზე ჩასაშვებად. გარდა „ტიტანიკის“ ნანგრევებში მყვინთავების ჩაყვანისა, ის გამოიყენება კვლევისთვის და მონაცემების შეგროვებისთვის, ასევე შეუძლია ფოტო და ვიდეო გადაღება. აქვს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ზღვის წყლის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.
OceanGate-ის ინფორმაციით, „ტიტანი“ აღჭურვილია უახლესი განათების და სანავიგაციო სისტემებით. მათივე ცნობით, წყალქვეშა ნავს აქვს გარე კორპუსის რეალურ დროში მონიტორინგის სისტემა.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მსგავსი სტატიები
- 64საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ავარიისას დაღუპულთა რიცხვი 40 - მდე გაიზარდა. სამართალდამცავებმა დააკავეს რკინიგზის სადგურის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება. ამის შესახებ ambebi.ge წერს. 59 წლის მამაკაცი, რომელიც სიგნალიზაციის გამართულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, ბრალდებას უარყოფს. გამომძიებლები ახლა ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე.…
- 63ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 62სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი ადრე დილით განახლდა. ვერტმფრენები სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ გაფრინდნენ. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში რჩებოდნენ და მუშაობდბენ მეხანძრე-მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. უახლესი ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანი, რომელთაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე კავშირზე არიან. ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ადგილას…
- 61ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი IDFI-ის…
- 60ისრაელის ხელისუფლებამ არაბული წარმოშობის რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, მიზეზი სოციალურ ქსელებში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქტივობა გახდა. დაკავებულებს შორის არის ცნობილი მომღერალი დალალ აბუ ამნა, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული "დესტრუქციულ ქცევაში" დაადანაშაულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მისმა პოსტებმა შესაძლოა მომღერლის გულშემატკივრებში…