ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა, მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში „ჰა­მა­სის“ მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტი­ვო­ბა გახ­და. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და­ლალ აბუ ამნა, რო­მე­ლიც ნა­ზა­რეთ­ში ცხოვ­რობს. ორ­დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ქალი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მომ­ღერ­ლის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი “დესტრუქ­ცი­ულ ქცე­ვა­ში” და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მის­მა პოს­ტებ­მა შე­საძ­ლოა მომ­ღერ­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში ძა­ლა­დო­ბა გა­აღ­ვი­ძოს. კონ­კრე­ტუ­ლი პოს­ტი, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ეს იყო პა­ლეს­ტი­ნის დრო­შის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არა­ბუ­ლი დე­ვი­ზით: „და არ არ­სე­ბობს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, გარ­და ალა­ჰი­სა“.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, ქალი ამ პოს­ტით თა­ვის რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს გა­მო­ხა­ტავ­და, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს იყო მო­წო­დე­ბა პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი­სად­მი, რომ მათ ხელ­ში ია­რა­ღი აე­ღოთ.

  • და­კა­ვე­ბუ­ლია 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი

 

დაკავებულია ათობით ისრაელელი არაბი, მათ შორის ცნობილი მომღერალი ქალი - დაკავების მიზეზი ძირითადად სოცქსელებში გამოქვეყნებული პოსტებია

აბუ ამნა ერთ-ერ­თია ის­რა­ე­ლის იმ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი არა­ბუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­ქა­ლა­ქი­დან, რო­მე­ლიც და­ა­კა­ვეს. ბევ­რი მათ­გა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, ზო­გი­ერთს დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა.

პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ „ჰა­მა­სის“ თავ­დას­ხმის შემ­დეგ 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ქცე­ვის გამო. მხო­ლოდ იე­რუ­სა­ლიმ­ში და­ა­კა­ვეს და და­კი­თხეს 63 ადა­მი­ა­ნი. მათ უმე­ტე­სო­ბას სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და ტე­რო­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბა ედე­ბა ბრა­ლად.

Adal Law Center-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მე­ლიც იცავს ის­რა­ე­ლის არა­ბუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის უფ­ლე­ბებს, თვლი­ან, რომ რე­ა­ლუ­რად მეტი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ად­რეც ყო­ფი­ლა. მა­გა­ლი­თად, 2021 წლის მა­ის­ში ის­რა­ელ­სა და ღა­ზას სექ­ტორს შო­რის კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ის დროს ძა­ლა­დო­ბის წა­ქე­ზე­ბის­თვის ბრა­ლი 16 ადა­მი­ანს წა­უ­ყე­ნეს, მათ­გან 15 არა­ბი იყო.

ბე­დუ­ინ­თა ქა­ლაქ რა­ჰატ­ში, პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ამერ ალ-ჰუ­ზა­ი­ლი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­ა­ზი­ა­რა ღა­ზას სექ­ტო­რის რუკა ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის შე­საძ­ლო სცე­ნა­რის ანა­ლი­ზით. მას ბრა­ლი ედე­ბა ომის დროს მტრის დახ­მა­რე­ბა­ში. ცენ­ტრის იუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი მო­ნა­ცე­მე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბის გამო, 40-ზე მეტი ის­რა­ე­ლე­ლი არა­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან.

პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ არაბ სტუ­დენ­ტებს ის­რა­ელ­ში. მათ ასე­ვე ემუქ­რე­ბათ დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. თელ-ავი­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის თქმით, ისი­ნი ძა­ლი­ან მკაც­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან იმ სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც “ჰა­მა­სის” მი­მართ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და სკო­ლებ­შიც. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, სა­ჩი­ვა­რი მი­ი­ღეს სკო­ლის 83 მოს­წავ­ლის­გან. მათ უბ­რძა­ნეს მოკ­ლე დრო­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სკო­ლის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი.

არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ შე­ე­ხე­ბა რა­ი­მე ქმე­დე­ბას, დე­მონ­სტრა­ცი­ას ან უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ზე“, _ამ­ბობს Adalah-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი დოქ­ტო­რი ჰა­სან ჯა­ბა­რი­ნი.

ამბები.გე

მსგავსი სტატიები

  • 74
    ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 9 ადამიანიინ­დო­ეთ­ში, გუ­ჯა­რა­თის შტატ­ში ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვის საქ­მე­ზე 9 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ორე­ვას­თან" - ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ მთა­ვარ ბრენ­დულ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მე­ლიც ქა­ლაქ მორ­ბის 230-მეტ­რი­ა­ნი ხი­დის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შტა­ტის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის აშოკ კუ­მარ ია­და­ვის თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა კომ­პა­ნი­ის ორი მე­ნე­ჯე­რი…
  • 74
    პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2022სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: 00:04 / 07-01-2022 სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე: "აჰა, ქალ­წუ­ლი მუც­ლად იღებს, და შობს ძეს, და უწო­დე­ბენ მას სა­ხე­ლად ემ­მა­ნუ­ელს, რაც თარ­გმა­ნით ნიშ­ნავს: ჩვენ­თან არს ღმერ­თი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგე­ბა…
  • 71
    დღეს სავსემთვარეობაა: რას გვიმზადებს სამყარო და ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად?გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა დღეს, 7 მარტს, 16:42-ზე გვე­ლო­დე­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე პლუს/მი­ნუს 2 დღე ემო­ცი­უ­რო­ბა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც წესი, ამ პე­რი­ოდ­ში ხშირ­დე­ბა ავა­რი­ე­ბი; ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რო­ბის გამო ადა­მი­ა­ნებს ექ­მნე­ბათ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­მა და თუ მა­ღა­ლი წნე­ვის მა­ტა­რე­ბე­ლი ხართ, გა­ა­კონ­ტრო­ლეთ. 7 მარტს არ გირ­ჩევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვას.…
  • 66
    „ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდება, თუ..." - ილჰამ ალიევისა და ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალები: რა დაასახელა ალიევმა ცეცხლის შეწყვეტის პირობადაშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნი­ხი­ლეს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ევ­მა ბლინ­კენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ნაღ­მავ­დნენ, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუპ­ნენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ასე­ვე ისი­ნი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღი­დან ცე­ცხლს უხ­სნიდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის…
  • 66
    ბერძენი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა მატარებლები ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე - ავარიის მსხვერპლი იზრდება, დაკავებულია ერთი ადამიანისა­ბერ­ძნეთ­ში მომ­ხდა­რი მას­შტა­ბუ­რი ავა­რი­ი­სას და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 40 - მდე გა­ი­ზარ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, რო­მელ­საც ბრა­ლად გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ედე­ბა. ამის შესახებ ambebi.ge წერს. 59 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ახლა ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ორი მა­ტა­რე­ბე­ლი ერ­თდრო­უ­ლად ერ­თსა და იმა­ვე ლი­ან­დაგ­ზე.…