17-18 ივნისს, ქალაქ სენაკში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატისა და ღირსების ორდენის კავალერის, დათო კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი, უკვე ტრადიციად ქცეული – გრანდიოზული ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს ჭაბუკ მორაგბეთა 7-კაცა 16 გუნდმა.
 ამ ძალზედ ლამაზ, ენერგიულ და სანახაობრივ ტურნირში ოზურგეთის “არწივები” ჩვეულებისამებრ აქტიურად ვიყავით ჩართულნი.
 ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა ბიჭებმა ძალზედ კარგად იასპარეზეს და წარმოაჩინეს თავი, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსიც დამსახურებულად მოიპოვეს, თუმცა, მეორე დღეს, პირველსავე მატჩში მოულოდნელად განცდილი მარცხის გამო, ეს ისტორიული შანსი სამწუხაროდ ხელიდან გაშვებულ იქნა, მაგრამ მობილიზაციისა და მომდევნო ორი შეხვედრის მოგების შემდგომ, გუნდმა საბოლოოდ მე-5 ადგილი დაიკავა და გასულ წელთან შედარებით (მე-9 ადგილი) ამჯერად პოზიცია 4 ადგილით გააუმჯობესა და ხუთეულში აღმოჩნდა.
 დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ჭაბუკებს ამ შედეგისთვის, თავდაუზოგავი შრომისა და ღირსეული თამაშისათვის. იმედით ვუყურებთ მომავალი წლის ტურნირს და უკვე აქედანვე ვემზადებით სამეულში მოსახვედრად.
 ასევე მადლობას ვუხდით ტურნირის ორგანიზატორებსა და მასში მონაწილე თითოეულ პირს.
ღირსეული პიროვნებისა და მორაგბისადმი მიძღვნილი ამ ლამაზი ტურნირის მონაწილე გუნდებსა და საუკეთესო მოთამაშეებს გადაეცათ თასები, სიგელები და პრიზები.
—————————————————–
 დავით კილასონია 1951 წლის 14 ივნისს დაიბადა.
 რაგბის თამაში თბილისის უნივერსიტეტის გუნდში 1967 წელს დაიწყო, შემდეგ გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“, სადაც გახდა ბრინჯაოს სამგზის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის პრიზიორი, მრავალჯერ იყო საქართველოს ჩემპიონიც, ასევე მრავალჯერ იყო დასახელებული სსრკ-ს 30 საუკეთესოთა შორის.
 1978 წელს გახდა ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი.
 იყო სსრკ-ის მეორე ნაკრების უფროსი მწვრთნელი, პირველად შექმნილი ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი.
 ასევე, იყო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი, რესპუბლიკის სპორტკომიტეტში სპორტთამაშების განყოფილების უფროსი, სახელმწიფო მრჩეველი რაგბიში, მორაგბეთა კავშირის ვიცე – პრეზიდენტი.
 ის 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 85
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 85
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 79
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 77
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…