თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს 2023 წლის საჭადრაკო ჩემპიონატი (უმაღლესი ლიგა) 10, 14 და 18 წლამდე ასაკის გიგონებსა და ჭაბუკებს შორის. დებულების თანახმად, ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები, იმავდროულად მიიღებენ მსოფლიოსა და ევროპის პირველობის საგზურებს, ამიტომ მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია. ყველა ასასაკობრივ კატეგორიაში ჩართულია ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებმაც ეს უფლება, საქართველოს პირველობის შესარჩევ ტურნირებში(I ლიგა) და რეგიონალურ ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებით მოიპოვეს.
გურული ჭადრაკის მოყვარულების გულშემატკივრობა განსაკუთრებულად დიდი იქნება, ჩემპიონატში რეგიონის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკეების მიმართ, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ წარმატების მიღწევის მაღალი პოტენციური შესაძლებლობები გააჩნიათ.
ეს მოჭადრაკეებია:
ლაზარე ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ ჟორდანია( ორივე 10 წლამდე ჭაბუკებში), სარა ცომაიას(10წლამდე გოგონები), ლილე ფირცხალაიშვილი(14 წლამდე გოგონებში) და თენგიზ თოიძე (14 წლამდე ჭაბუკებში).
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით , 9 ტურად ტარდება. წარმატებული გამოდგა პირველივე ტური, რომელიც მოგებით დაასრულეს ნიკოლოზ ჟორდანიამ , ლილე ფირცხალაიშვილმა და თენგიზ .თოიძემ, ხოლო ლაზარე ჩხარტიშვილმა და სარა ცომაიამ ყაიმი ითამაშეს. ჭადრაკის მოყვარულებმა იციან, რომ ლაზარე 8 წლამდე ასაკში ერთი თვის წინ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პირველობის საგზურიც აიღო. თუმცა მან 10 წლამდე ასაკში რეგიონალურ ტურნირში გამარჯვებით, ამ ჩემპიონატში თამაშის უფლებაც მოიპოვა.. მართალია აქ საპრიზო ადგილის აღების შანსი ნაკლებია აქვს , მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ. მასზე უფროსებთან და მაღალ რიტინგიან მოჭადრკეებთან ასპარეზობა დიდად წაადგება. წინ რვა ტურია, წარმატება ვუსურვოთ ჩვენებს!

მსგავსი სტატიები

  • 82
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 80
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 73
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 72
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 70
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…