გუშინ, პირველ ივლისს, მარელისის რკინიგზის სადგურთან ჩამოწოლილმა მეწყერმა 76 წლის მამაკაცი მოიყოლა. ამის შესახებ „ჩემი ხარაგაული“ იუწყება.
ლეღვანი-ვახანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ვერა ოდიკაძე ამბობს, რომ მეწყერში მოყოლილი ი. ქ. მარელისში რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებელი კომპანიის – „კონსტრუქციონ სერვისის“ დარაჯად მუშაობდა.
„ეს ხიდი, მოგეხსენებათ, 2022 წლის მარტში მარელისში ჩამოწოლილმა მეწყერმა დაანგრია. ამ მშენებარე ხიდის ზემოთ მთა როგორც ჩანს, ხარისხიანად დაატერასეს. თუმცა, მეწყერი ახლა იმავე მთის სხვა ადგილიდან მოდის.
მეწყერში მოყოლილის ძებნა ძნელია, რადგან მთის მასა არ ჩერდება, მთელი ტყე, გიგანტური ხეები ისევ მოდის.
სამაშველო, სამძებრო სამსახურები, გეოლოგები, ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ, მარელისში, იმყოფებიან.
წუხელ გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ის მოხერხდა, რომ სატვირთო მატარებლების მოძრაობა აღდგა. სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა იმ დრომდე არ აღდგება, სანამ მეწყერი არ შეჩერდება.
29 ივნისის საღამოდან ძალიან მძიმე დღეშია ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობა. წყალმოვარდნის გამო ლეღვანის, მოლითისა და ვახანის თემის სოფლებში განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
ყველაზე მძიმე მაინც იმის გაცნობიერებაა, რომ შენს წინ ადამიანი მეწყერშია მოყოლილი და ვერ პოულობენ.
ალბათ სპეციალისტები შესაბამის ზომებს მიიღებენ, – ან მთლიანად უნდა ჩამოვიდეს ის მთა, ან მეწყერი როგორმე უნდა შეაჩერონ. რთულ მდგომარეობაში ვართ“, – ამბობს ვერა ოდიკაძე.
გუშინ, პირველ ივლისს, მარელისის რკინიგზის სადგურთან მეწყერი ჩამოწვა.
საქართველოს რკინიგზაში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა.
„ჩემი ხარაგაული“
მსგავსი სტატიები
- 46ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 46რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 41"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 41საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 3928 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…