ქ. ოზურგეთის, თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენლებს დღეს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიამ ქ. ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობა კვლავ მოატყუა. სამკვირიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, მათ მუშაობა გააგრძელეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გზების დეპარტამენტში გადაგზავნილ წერილს, სადაც მოსახლეობის მოთხოვნები იყო აღწერილი, შედეგი არ მოჰყოლია. დღეს, დილით საფეხმავლო ბილიკებზე ასფალტის საფარის დაგება ისე დაიწყეს, რომ წყლის მილების შეცვლის სამუშაოებს არ დაელოდნენ.

_ხელისუფლებამ არ დაგვიცვა. რა ეშველება ჩემს დაბზარულ სახლს, ან ეზოში შესასვლელები რა დღეშია. ვერ ხედავდი როგორი მდინარე მიედინებოდა ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენს ქუჩაზე? ჯერ ეს პრობლემა მოეგვარებინათ _გვითხრა თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებმა დარეჯან ჩხაიძემ.

ამ პრობლემას აშუქებდა TV.„გურია,“ „გურია NEWS,“ „ალიონი“. სამი კივირის მოსახლეობის თხოვნით ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით მდინარაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტები, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

მოსახლეობას ხლისუფლებისაგან ქმედითი ნაბიჯების გადაგმას იტხოვს.

 

„ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

ქ. ოზურგეთის, თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენლებს დღეს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამ კომპანიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა იოგენ გათნაგარმა განაცხადა, რომ ისინი პროექტის მიხედვით აწარმოებენ სამუშაოებს.

კითხვაზე, თუ ვინ შეადგინა პროექტი, რა ღირსებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ბატონმა იოგენმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ არის საჯარო (?!), შეუძლიათ საგზაო დეპარტამენტს მიმართონ.

ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით მდინარაძესთან, ოზურგეთის მერიის წარმომადგენლებს გოჩა აბაშმაძესა და გია ნიკოლაიშვილთან ერთად მშენებლობის კრიტიკული ადგილები დაათვალიერეს და მოსახლეობის პრეტენზიები მოისმინეს.

ზედამხედველები აცხადებენ, რომ ისინი არსებული პრობლემების შესახებ მოახსენებენ ხელმძღვანელებს ( როგორც ამ კომპანიის მდივანმა  ლელა კოჭლამაზიშვილმა გვითხრა, საგზაო დეპარტამენტს მათთვის არ მიუწოდებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  წერილი #36-3623142153, 22/05.2023 წ) ისინი არსებულ ვითარებაზე  იმსჯელებენ და გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

თაყაიშვილის ქუცის მცხოვრებლები ჩინური კომპანიის მიერ გზის სამუშაობისას წარმოებისას წარმოქმნილ პრობლემებს  აპროტესტებენ.

alion.ge 23.06.2023

მსგავსი სტატიები

  • 69
    ჩინური კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენქ. ოზურგეთის, თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობის წარმომადგენლებს დღეს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ კომპანიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა იოგენ გათნაგარმა განაცხადა, რომ ისინი პროექტის მიხედვით აწარმოებენ სამუშაოებს. კითხვაზე, თუ ვინ შეადგინა პროექტი, რა ღირსებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ბატონმა იოგენმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არ არის საჯარო (?!), შეუძლიათ საგზაო…
  • 58
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 58
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 56
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 55
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…