წელს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარეს მისაღები გამოცდები ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის კურსდამთავრებულებმა ნოდიკო დონაძემ და ნინი მახარაძემ. სპეციალობის გამოცდაში ნინი მახარაძემ – 97.3 ქულა, ხოლო ნოდიკო დონაძემ 96.5 ქულა მიიღეს.სოლფეჯიოს გამოცდაში ნოდიკომ 99 ქულა დაიმსახურა, ხოლო ნინი მახარაძემ _78,4. მათვე ოზურგეთში  წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და აქაც მაღალ ქულას ელოდებიან. ისინი გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში გვესტუმრნენ და გვესაუბრნენ:

ნოდიკო დონაძე: _სიმღერა შთამომავლობით მოგვდგამს. დიდი ბაბუა არტემ დონაძე ცნობილი მომღერალი იყო. მომღერალი და ლოტბარია ბაბუა _ნოდარ დონაძეც, რომელმაც თბილისში ანზორ ერქომაიშვილთან ერთად დაამთავრა კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი. ბაბუა სკოლაშიც ასწავლიდა მუსიკას და სოფელ თხინვალის გუნდსაც ხელმძღვანელობდა. გადმოცემით ვიცი, ნოდარ დონაძის საოჯახო ანსამბლში ბებია-ბაბუას გარდა მამაჩენი ნუგზარი და მამიდები ნინო და თამრიკო მღეროდნენ.

ნინი მახარაძე: _ ბაბუას დედა ელენე სოფელ მთისპირში ცნობილი ლოტბარის ვარლამ ვაშალომიძის გუნდში მღეროდა. კარგი მოკრიმანჭულე იყო. კარგად მღერის ბებია _გულნაზ ნიკოლაიშვილი, მამა _გიორგი.

_როდის დაიწყეთ სიმღერის ანა ბანის შესწავლა?

ნოდიკო დონაძე: _5 წლის ასაკიდან დავიწყე მეცადინეობა.ბაბუა ხალხურ ფანდურსაც მასწავლიდა სიმღერებსაც. 6 წლიდან ბაბუამ  ოზურგეთელთთათვის ცნობილ მუსიკოსთან ჯემალ ჭელიძესთან მიმიყვანა და ბატონი ჯემალი 4 მამეცადინებდა.

შემდეგ ფოლკლორის ცენტრი გაიხსნა და დღიდან დაარსებისა, იქ ვიყავი.

შემდეგ რაღაც პერიოდი იყო, გადავწყვიტე კარგი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და საფეხბურთო კლუბ „ბასაში“ ვვარჯიშობდი. ვახტანგ ჩხაიძე იყო ჩემი მწვრთნელი. გარკვეული დროის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ერთ-ერთი უნდა ამერჩია და ეს არჩევანი სიმღერის სასარგებლოდ გავაკეთე.

ნინი მახარაძე: _მთისპირის საჯარო სკოლაში შესანიშნავი მუსიკოსი ნელი ციმენტია ასწავლიდა. მე-5 კლასში ვიყავი მასთან რომ მივედი სკოლის გუნდში.ერთხელ მან წალენჯიხაში წაგვიყვანა (წარმოშობით იქაურია) და კონცერტი გავმართეთ.

შემდეგ ჩემს უმცროს დასთან სოფიოსთან ერთად სოფელ ქვედა ბახვში წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში (წინამძღვარი მამა იოსები (ნაკაიძე), საკვირაო სკოლაში დავიწყეთ სიარული, სადაც  ფოლკლორის ცენტრის პედაგოგი ვასილ ცეცხლაძე გვასწავლიდა გალობას. ვასიკოს მეცადინეობით 2019 წლიდან ჩვენ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მივედით. შესანიშნავი პედაგოგები: ლაშა ჩხარტიშვილი, მამუკა რუსიძე (ჩონგურზე სიმღერებს გვასწავლიდა). მამუკა სირაძე გვასწავლიდა. სოლფეჯიოს კი მარინა ძველაია.

არაერთი კონცერტში მივიღეთ მონაწილეობა ოზურგეთში, ბავშვთა საგუნდო კოლექტივების ფესტივალებში დედაქალაქ თბილისში. გვქონდა კონცერტები ზედა აჭარაში_შუახევსა და ქედაში.

პარალელურად ჩვენ (ნოდიკო დონაძე, მე, ჩემი და), კვირაობით ვგალობთ მამა ნოესთან (გოგიტაური) ექადიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში  ისე, მე და ჩემი და ვანისქედის იოანე ნათლისცემის სახელობის ეკლესიის მრევლი ვართ. თბილისში, სწავლისას ერთ-ერთ ტაძარში ვიგალობებთ.

ნოდიკო დონაძე: _როცა საეკლესიო გალობას ასრულებ, ეკლესიასთანაც უნდა იყო ახლოს. მე თხინვალის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დავდივარ მამა დავითთან.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელს ავთანდილ სურგულაძეს, ტრისტან სიხარულიძეს, მაია გელაშვილს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს ცოდნა-გამოცდილების შეძენაში.

* * *

საუკეთესო შედეგებით გაგვახარეს ჩვენი სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში გილოცავთ, საუკეთესოები ხართ! გვეამაყებით და კვლავაც წარმატებას გისურვებთ _ასე გამოეხმაურა ოზურგეთის სალოტბარო სკოლა მათი აღზრდილების წარმატებებს.

გაზეთი „ალიონი“

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 88
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 87
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 87
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 86
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…