ამ ინტერვიუს  იდეა  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან  ალექსანდრე სარიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, როცა მან  სხვა საკითხებთან ერთად  განსაკუთრებულდ აღნიშნა, ლანჩხუთში კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალის შესახებ,რომელშიც  ახალი სასწავლო წლიდან  150 ლანჩხუთელი 7 სხვადასხვა სპეციალობას შეისწავლის. შევხდით ფილიალის მენეჯერს  ელენე სამხარაძეს, დავათვალიერეთ კაბინეტ-სახელოსნოები.

გთავაზობთ  ინტერვიუს კოლეჯ „ჰორიზონტის“ დირექტორ ნანა ჯოლიასთან:

_კოლეჯი „ჰორიზონტი“გურიის რეგიონში მდებარე ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულებაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში, ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივებისათვის იგი განათლების ძირითადი კერაა, საიდანაც ისინი სწავლას, ახალი უნარების შეძენას და და კარიერას იღებენ.

_რას გვეტყოდით კოლეჯ „ჰორიზონტის“ფილიალების შესახებ?

_უკვე მეორე წელია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გორაბერეჟოულის სასწავლო ფართი ფუნქციონირებს, წელს, სექტემბრიდან კი კოლეჯ „ჰორიზონტის“ლანჩხუთის სასწავლო ფართიც მიიღებს მოსწავლეებს.

სულ, სამივე მუნიციპალიტეტში კოლეჯი „ჰორიზონტი“ახორციელებს 27 გრძელვადიან, პროფესიულ საგანმანათლებლო  და 20-ზე მეტ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამას. ჩვენ ვართ ერთადერთი რეგიონი, სადაც სადაც ყველა მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პრობლემა გადაჭრილია და მზად ვართ გავცეთ პასუხი კერძო სექტორისა და მოსახლეობის მოთხოვნებს.

ლანჩხუთის სასაწავლო ფართში დაგეგმილია 7 პროგრამის განხორციელება. აქ წლებია მოსახლეობა, ბიზნესი, ელოდება სასწავლო პროცესის დაწყებას. ზრდასრულები და ახალგაზრდები _ კვალიფიკაცის მიღებას. გავაკეთეთ მობილიზება და  7 პროგრამის ავტორიზაციის პროცესი გავიარეთ.

_ რა განსაზღვრავს ცალკეული პროგრამების დანერგვას?

_ როცა  პროგრამას იმატებ, უნდა გქონდეს შესაბამისი დასაბუთება _ რატომ იმატებ, აზრი აქვს თუ არა ასეთი პროგრამის დანერგვას, რომლის ფარგლებში კურსდამთავრებული დასაქმების ობიექტზე იქნება მიბმული. ეს დასაბუღება უნდა გქონდეს, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის მხრიდანაც.

დანერგილი პროგრამებიდან სამკერვალო საქმის პროგრამას გამოვყოფდი, რადგან საქართველოს ბაზარზე და კერძოს დასავლეთ საქართველოს ბაზარზე, რადგან სამკერვალო ფაბრიკები (ქართული და უცხოური) მომრავლდა, მომზადებულ სამუშაო ძალას საჭიროებს.

ქ. ლანჩხუთში, სადაც კოლეჯი აშენდა, გვერდით იყო სამკერვალო ფაბრიკა (ახლახან ლოკაცია შეიცვალა), რომელიც წლებია ითხოვს კადრების მომზადებას.

ჩვენ პატარა რეგიონი ვართ და ვერ დაველოდებით ფაბრიკა-ქარხნების აგუგუნებას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიზანია, რომ ირიბად მაინც შეუწყოს ხელი რომ მოსახლეობა ბედნიერი გახდეს. ადამიანის ბედნიერების ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის ის, რომ ის რეალიზებული და დასაქმებულია ღირსეულ პროფესიაზე და ღბულობს ანაზღაურებას. ამ მხრივ რეგიონში მნიშვნელოვანია კერძო ბიზნესის განვითარება.

_ ქალბატონო ნანა, მნიშვნელოვნად განსხვავდება  რეგიონის სახვადასხვა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროგრამები…

_ ჩოხატაურში ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულების პროგრამები: მეხილეობა, მებაღეობა, ბაღის დიზაინი, სატყეო საქმე  და ა.შ.  ჩოხატაური მცირემიწიანი, რელიეფურად მთაგორიანი  მუნიციპალიტეტია, მაგრამ  მაგრამ ადამიანებმა რომ იარსებონ, ოჯახები არჩინონ, მაინც ყველა გზა მიდის სოფლის მეურნეობისაკენ. ხედავთ, როგორ განვითარდა გურული ვაზის ჯიშების მოშენება ჩოხატაურში.

ჩვენ კარდაკარ გვაქვს მოვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო სექტორთან. გვაქვს კვლევები და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ბიზნესთანაც, რის საფუძველზე ვადგენთ, თუ რა სპეციალობა უნდა გვქონდეს.

2018 წელს გამოცემულმა ახლამა კანონმა, გააჩინა შესაძლებლობები და ჩიხურობის აღმოფხვრას შეუწყო ხელი.

ადრე არ იყო შესაძლებელი გაგვეხსნა მოკლევადიანი პროგრამები, ჩვენ თითო ოროლა დონორ ორგანიზაციაზე ვიყავით დამოკიდებული და ხშირად ეს პროგრამები ერთჯერადი იყო.

გვაქვს 2-3 წლიანი პროგრამები, მაგრამ ბიზნესი ხომ ვერ დაელოდება სანამ კადრი გაიზრდება, თანაც კურსდამთავრებულთა 100 პროცენტი ვერ იქნება შესაბამისი შრომითი კატეგორიის.

არიან ადამიანები, რომლებიც წლებია ბიზნესში არიან ჩართულნი, მაგრამ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე დასჭირდა სხვა კვალიფიკაციის ადამიანები. ამიტომ ისინი გვთხოვენ, რომ შემოიტანეს ახალი ტექნოლოგიები და გადავამზადოთ ის ადამიანები, რომლებიც წლებია მასთან მუშაობდნენ. ამისთვის ჩვენ ვაკაეთებთ გადამზადების მოკლევადიან პროგრამას, რომრლიც ზუსტად ბიზნესში სიახლეებზეა მორგებული.

_ უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს გადამზადების ასეთი პროგრამა?

_თქვენ ის არ იფიქროთ, რომ მარტო კერძო სექტორთან ვთანამშომლობთ, ასევ ვთანამშრომლობთ საჯარო სექტორთანაც.

გვაქვს გრძელვადიანი  სკოლამდელი აღზრდის პროგრამა,რომელსაც  კოლეჯ „ჰორიზონტის“ გარდა, ლანჩხუთისა და გორაბერეჟეულის სასწავლო ფართშიც შეისწავლიან. ამის შვილობილ პროგრამებს ვუძახით მოკლევადიან გადასამზადებელ პროგრამებს.მაგალითად ღვინის მომზადების, საოჯახო მარნის მოვლას 3-5 თვიან სეზონური პროგრამებით ასწავლიან.

_კიდევ სხვა რომელ პროგრამებზეა მოთხოვნა?

_არის პროგრამები, რომელსაც ბაზარი უფრო მეტად ითხოვს, მაგრამ არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო; არის საზოგადოებიდან მოთხოვნილი პროგრამები, მაგრამ  ბაზრისთვის არაა საჭირო ეს რაოდენობა; არის პროგრამები, რომელზედაც საზოგადოებისა და ბაზრის მოთხოვნა თანაბარია.

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე გვიწევს პროგრამების გადახედვა.

გურია  ტურისტული რეგიონია და მასზე მიბმულია სხვა დარგების განვითარება. ეს იქნება ვისაჟის მომსახურება, კომპიუტერული პროგრამები, ბიზნესის ადმინისტრირება თუ საგანმანათლებლო პროგრამები.

კოლეჯში დანერგილი პროგრამები ბაზრის მოთხოვნილებაზე  მორგებული.

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი

გაზეთი „ალიონი,“, #17, 24 ივლისის, 2023 წ.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 72
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 71
    პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა უკრაინელებსრუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორების - ლუჰანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ვოლოდიმი ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა. გთავაზობთ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ტექსტს: დიდი ქვეყნის, დიადო ერო! ჩვენ და ჩვენს ქვეყანას არა აქვს დრო გრძელი ლექციებისთვის ისტორიის შესახებ. ამიტომაც, მე არ ვილაპარაკებ წარსულზე, ვისაუბრებ აწყმოსა და მომავალზე. ეს არის უკრაინა…
  • 71
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 70
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…