12 აგვისტოს, ოფიციალურად გაიხსნა სოციალური კაფე „არჩივი“, რომელიც ორი წლის წინ დაწყებული, ახალგაზრდებისთვის ღია სივრცის შექმნის  ძალისხმევის საბოლოო შედეგია. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის რეალური პრეცედენტი.

„ღია სივრცე“ – ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიკრიბონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, ან უბრალოდ, გაერთონ და გაატარონ თავისუფალი დრო, „პროგრესის სახლი“-ს, „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“-ს და „საქართველოს ევროკლუბები“-ს მიერ იქნა დაფუძნებული 2021 წელს. სივრცე განთავსებულია „პროგრესის სახლი“-ს ფართში, რომელიც ასევე კომუნალური გადასახადების დაფარვასა და საოფისე ხარჯების უზრუნველყოფით ეხმარება სივრცეს; პროექტებისათვის თანხების მობილიზაციას „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“ უზრუნველყოფს; ხოლო ახალგაზრდების საქმიანობის კოორდინაციას და აქტივობების მხარდაჭერას ახდენს „საქართველოს ევროკლუბები“.

„ღია სივრცეს“ დაფუძნება/განვითარებაში ძალიან ბევრმა ქართველმა ახალგაზრდემბა და ევროპელი მოხალისეებმა შეიტანა საკუთარი წვლილი. პირველი მხარდამჭერი იყო ფონდი „პროდემოსი“, რომლის დახმარებით მოხდა პირველი სართულის კეთილმოწყობა. შემდეგ „სოლიდარობის ფონდი საქართველო“-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო და ადაპტირდა სივრცის გარე პერიმეტრი და მოხდა არსებული ღია ფართის გადახურვა. მნიშვნელოვანია ის გრემოება, რომ ეზოს იერსახე და ფუნქციონალური დატვირთვა თავად ახალგაზრდებმა განსაზღვრეს და შეიმუშავეს.

ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, მხადაჭერილი იქნა სოციალური კაფე „არჩივი“-ის დაფუძნება/კეთილმოწყობა. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერიამც თავისი წვლილი შეიტანა კაფეს მხარდაჭერაში და სოციალური მეწარმეობის  მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აღჭურვილობა შეუძინა.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ „არჩივი“ არის სოციალური კაფე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგება მოხმარდება ახალგაზრდების აქტივობების მხადაჭერას და „ღია სივრცე“-ში ახალგაზრდებს კვლავ შეუძლიათ გახდნენ როგორც ახალგაზრდებისკენ მიმართული ღონიძიებების ინიციატორები, ასევე სივრცის ეგიდით მიმდინარე აქტივობების მონაწილეები და მოსარგებლეები.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 85
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 76
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 75
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 74
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…