რამდენიმე დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშზე კარიერი ამოქმედდა. მდინარის აუზში ექსკავატორები მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარემ ირმა გორდელაძემ გაავრცელა.
„გამარჯობა, ქობულეთში სოფ. ხუცუბანში, ეროვნულ ნაკრძალში შესულ მდინარე კინტრიშიდან ხდება ქვიშა ხრეშის მოპოვება. დავრეკე ცხელ ხაზზე და მითხრეს, რომ ლიცენზია გაცემულია. მე პროფესიით გარემოს დაცვითი სპეციალისტი ვარ. ყველანაირ პირობას არღვევენ, მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს და შუა მდინარეში ხდება მოპოვება.“_წერდა მოქალაქე სოფელ ხუცუბნიდან.
„ქობულეთი, მდინარე კინტრიში. გული გამოუღეს მდინარეს. მათი თქმით ლიცენზია აქვთ ამის კეთების,4-5 დიიდი მანქანა მუშაობს, დატვირთავენ მთელ მანქანას სილებით და გადააქვთ სადღაც. ეს არის ბუნების უპატივცემულობა. თუ კანონი არა, თავად ბუნება დაგვსჯის ამისთვის“ _ამჯერად თაკო კვიჩიამ დადო ფოტოები.
მდინარე კინტრიშის ხეობიდან ინერტული მასალის ამოღებას ეხმიანება ჟურნალისტი, ქობულეთის მკვიდრი ზურაბ ბაუჟაძე:
„_ ეს არის ქობულეთის პლაჟების განადგურება, რადგანაც მდინარე კინტრიში ერთადერთია რომელიც ამ პლაჟებს კვებავს.
მის ზემო წელში უკვე აშენებულია ჰესი და ნატანი ისედაც მცირეა უკვე რამდენიმე წელია.
მის შენაკად კინკიშაზე ჰესი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენდა და იქედან ნატანი ისედაც აღარაა დიდი ხანია.
რამდენიმე წელიწადში უკვე იგრძნობს ქობულეთის მოსახლეობა ამ კატასტროფის შედეგებს.
მდინარე სოფელ ხუცუბანთან უკვე ჰგავს აპოკალიპტურ პეიზაჟს.
ხრეშის ამოღებაზე ლიცენზია მთავრობამ მომღერალ გურამ თამაზაიშვილის ნათესავს მისცა.
კინტრიშიდან ხრეშს არ იღებდნენ კომუნისტები, არ იღებდნენ აბაშიძის დროს, ამოიღეს ნაცების დროს, მაგრამ დღევანდელი მასშტაბები უკვე არის კატასტროფული.
ადგილობრივები დუმს!
როცა ამ ბარბაროსობის შედეგს მოვიწევთ, მერე აღარ იქნება საჭირო წივილ-კივილი. მერე არც შეიცოდოთ არავინ!“_წერს ზურაბ ბაუჟაძე.
მსგავსი სტატიები
- 47სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშზე კარიერი ამოქმედდა. მდინარის აუზში ექსკავატორები მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“ ავრცელებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნიდან შემოგვივიდა შეტყობინება, გამოგვიგზავნეს ვიდეოც, ვერ დავტოვებთ რეაგირების გარეშე _აცხადებს „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე. „გამარჯობა, ქობულეთში სოფ. ხუცუბანში, ეროვნულ ნაკრძალში შესულ მდინარე კინტრიშიდან ხდება ქვიშა ხრეშის მოპოვება. დავრეკე ცხელ ხაზზე…
- 43რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
- 42ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 4028 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 37"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…