დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ დასვა კითხვა.
_ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის. რაღაც შეხვედრა კი ჩაუტარებიათ სოფელ გომში, მაგრამ მე შემოქმედელი კაცი ვარ და ამის შესახებ არ გამიგია. მე მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გვაინტერესებს, ვინ არიან ისინი, რა ლოკაციაზე აპირებენ ჰესის აშენებას. მათ უკვე ტყეში გზა გაჰყავთ . გვეუბნებით, არ მონაწილეობთ კომისიების სხდომებში…ა, ბატონო, ვაყენებ წინადადებას და გაგვაგებინეთ რა ხდება_ მიმართა საკრებულოს გიორგი შილაკაძემ.
_ ჩვენ ამ ჰესების მშენებლობაზე ამჟამად ინფორმაცია არ გვაქვს. ეს თემა განხილვის საგანი გახდება და თქვენ შესაბამის ინფორმაციას მიიღებთ. კარგი იქნება თუკი თქვენი კოლეგები თქვენსავით დაიცავენ საკრებულოს რეგლამენტს_უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს დავით დარჩიამ.
_ ეტაპობრივად ყველა ინფორმაციას გაიგებთ. თუკი ხალხის ნება და თანხმობა არ იქნება არანაირი ჰესი არ აშენდება _განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლავრენტი ბიგვავას აზრით, მათ შუძლიათ კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელები საკრებულოს სხდომაზე, ან შესაბამის დარგობლივი კომისიის სხდომაზე მოიწვიონ, კითხვები დაუსვან და მათ დეპუტატებს უნდა გასცენ პასუხი.
მსგავსი სტატიები
- 8331 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის შესახებ დასვა კითხვა. _ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის.…
- 66საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 66"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 62დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 61ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლევანდელი, რიგით მეორე სხდომა 16 თებერვალს გამართა და დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს. იმსჯელეს `ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ~ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს…