ქ.ტყიბულში მიმდინარეობს რესპუბლიკური მნიშვნელობის საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული-2023“, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან 125 -მდე მოჭადრაკე ღებულობს მონაწილეობას. ფესტივალზე გურიაა ათი მოჭადრაკითაა წარმომადგენილი ( ლანჩხუთიდან ცხრა და ერთი ოზურგეთიდან).
თავშივე ავღნიშნავთ ლანჩხუთის სპორტული ცენტრის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობის საქმეში, რაც უპირიტასედ იმაში გამოიხატება,რომ წელს, მარტო განვლილ 8 თვეში, მათ შეძლეს ადგილობრივი პერსპექტული მოჭადრაკეებიდან შემდგარი 8- 10 კაციანი გუნდის, 7-8 რესპუბლიკურ და საერთაშორისო საჭადრაკო შეჯიბრებაში მივლინება. სწორედ აღნიშნულის შედეგია, რომ მათ მედლების გარეშე ჯერ არცერთი ტურნირი არ დაუტოვებით. როგორც ჩანს ისინი ტყიბულიდანაც არ ჩამოვლენ ხელცარიელი. რაზეც უკვე გამართული 3 ტურის შედეგებიც იძლევა პროგნოზირების საშუალებას. გურიის წარმომადგენლებს ჯამურად ქულების 60% აქვთ აღებული,რაც კარგი მაჩვენებელია. ინდივიდუალური შედეგებით კი, გამოვყოფთ ანასტასია ებრალიძეს (8 წლამდე ასაკში) და ანასტასია კვირკველიას(12 წ), რომლებიც სამივე პარტიის მოგებით ლიდერობენ. ლიდერთა ჯგუფშია ასევე ღია ტურნირში მოასპარეზე მიხეილ აფხაზავა(2,5) , ნინო გუნია და ტარიელ ხუხუნაიშვილი (2,0-2,0).
დარჩენილი ოთხი ტურის გათვალისწინებით, საპრიზო საპრიზო ადგილის რეალურ შანსებს ინარჩუნებენ: ადამ ხუხუნაიშვილი. ნათია ვასაძე (ოზურგეთი), ლილე ფირცხალაიშვილი, სარა ცომაია და ნიკოლოზ ჟორდანია.
ამ ფესტივალშიც წარმატებას ვუსურვებთ ჩვენ მოჭადრაკეებს.
ზურაბ ანრულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 59
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                (წერილი მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე) ავტორი: გია ბეშიტაიშვილი როცა 1976 წლის ნოემბერში დავბრუნდი სოჩიდან მოსკოვში, «ვტმეი»-ში დამხვდა სერიოზული ამბავი – სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეონიდ მასლიუკოვმა «ვტმეი»-ს დირაქტორს ნ. მიასოედოვს გამოუცხადა მკაცრი საყვედური, პირად საქმეში შეტანით! როგორც ჩანს ლ. მასლიუკოვს ჩემი წარმატების დიდი იმედი ქონდა, ჩვენი ორგანიზაციისთვის…
  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 48
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 46
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 46
    „მომწყურდი საოცარი ძალით“    ავტორი გია ბეშიტაიშვილი                                                                                         წერილი მეცხრე-მეათე…