ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომელიც დაგეგმილია მდინარე ბახვისწყლის ხეობაში არსებული საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემში. სოციალური პროგრამის შემუშავების ეტაპზე მოხდა საჭიროებების კვლევა, რომლის მიხედვით ვანისქედში წყლის მომარაგების სისტემის შექმნა განისაზღვრა.

ბახვი ჰესის პროექტი, ვანისქედში მცხოვრები 46 აბონენტისთვის სუფთა წყლის მიწოდების სისტემის შექმნას ითვალისწინებს.  მშენებლობის პირველ ფაზაზე მიმდინარეობს, შიდა დაქსელვა და ოჯახების მრიცხველებით უზრუნველყოფა. ეს სამუშაოები 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე ფაზას, ის ითვალისწინებს სადგურის მშენებლობასა და აღჭურვას, ასევე  წყლის შემკრებ რეზერვუარში წყლის შევსებას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყაროების მეშვეობით, რაც სატუმბი სისტემით განხორციელდება.

„გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საშვილიშვილო პროექტს ვახორციელებთ ვანისქედში. 46 ოჯახში, ამ პროექტის მეშვეობით, ონკანში წყალი წამოვა, რაც ჩვენ მოსვლამდე ნამდვილად საოცნებო ჰქონდათ ვანიქედელებს. სწორედ ესაა ის სარგებელი, რაც დიდი კომპანიების შემოსვლას მოაქვს რეგიონში. ინფრასტრუქტურულ კომპანიებს თან მოაქვთ ცოდნა, გამოცდილება და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, სარგებლის გაზიარების პოლიტიკა. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ, პროექტებს ვახორციელებთ არა მხოლოდ ხალხისთვის, არამედ სწორედ იმ ხალხთან ერთად, ვისთვისაც კეთდება პროექტი“ _ აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 53
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 48
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 45
    სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, არის სტაბილურობა - ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდევრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი…
  • 44
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 44
    კიმბერლი ლოუ: _ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად,ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით, შეიძლება მშვიდობა იყოს საქართველოში. ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის,…